ვლადიმერ ბოჟაძე - მინდა პრეზიდენტს ვთხოვო, პირადად ჩაერთოს, რომ განსაკუთრებული მხარდაჭერა, კონკრეტული შეღავათები ჰქონდეთ ჩვენს ახალგაზრდა ოჯახებს, რათა გამრავლდეს ჩვენი ერი

მინდა საქართველოს პრეზიდენტს, როგორც მრავალშვილიან მამას, ვთხოვო პირადად ჩაერთოს ამ პროცესებში, რომ განსაკუთრებული მხარდაჭერა ჰქონდეთ ჩვენს ახალგაზრდა ოჯახებს, რომ ახალგაზრდებმა შექმნან ოჯახები, იფიქრონ ოჯახების შექმნაზე, შვილების გაჩენაზე და რეალური კონკრეტული შეღავათები, კონკრეტული მხარდაჭერა ჰქონდეთ ამ ადამიანებს, რათა გამრავლდეს ჩვენი ერი,- ასე მიმართა „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილს, რომელმაც საქართველოს პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენება წარუდგინა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს საფრთხე, რაც 2050 წელს საქართველო დაბერებული ერების სიაში მოხვედრას უკავშირდება.

„მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, ეს ეხება დემოგრაფიას. თქვენ იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ძალიან აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით, თუმცა მინდა საქართველოს პრეზიდენტს, როგორც მრავალშვილიან მამას ვთხოვო პირადად ჩაერთოს ამ პროცესებში, რომ განსაკუთრებული მხარდაჭერა ჰქონდეთ ჩვენს ახალგაზრდა ოჯახებს, რომ ახალგაზრდებმა შექმნან ოჯახები, იფიქრონ ოჯახების შექმნაზე, შვილების გაჩენაზე და რეალური კონკრეტული შეღავათები, კონკრეტული მხარდაჭერა ჰქონდეთ ამ ადამიანებს, რათა გამრავლდეს ჩვენი ერი. ის სიკეთეები, მშვიდობა, სტაბილურობა, ევროინტეგრაცია ყველაფერი რაც ჩვენ გვინდა, გვინდა ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის საფრთხე, რომელიც ჩვენს ქვეყანას 2050 წელს ემუქრება, ვგულისხმობ, დაბერებული ერების სიაში საქართველოს შეყვანას, თავიდან ავიცილოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ სიიდან საქართველოს ამოღებისთვის“, - განაცხადა ბოჟაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა