ირაკლი კირცხალია შალვა კერესელიძეს - როცა დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, როგორ გიტრიალდებათ ენა, როდესაც გახარიას გუნდს წარმოადგენთ, ამ მატყუარა, მშიშარა კაცის გუნდს?!

როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, როგორ გიტრიალდებათ ენა, როდესაც გახარიას გუნდს წარმოადგენთ, ამ მატყუარა, ამ მშიშარა კაცის გუნდს წარმოადგენთ?! როგორ გიტრიალდებათ ამ ყველაფერზე ენა, როდესაც მისი ბრძანებით ვნახეთ, რა მოხდა აქ 20 ივნისის დროს, შუბლის ძარღვი გაიწყვიტეთ? რაც არ გქონდათ იმას ვერ გაიწყვეტთ, ალბათ! - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს შალვა კერესელიძეს.

კირცხალიას თქმით, ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს კარგად უნდა ახსოვდეთ, რა სცენარის ნაწილი არიან და როგორ არიან „შეპარულები“ პარლამენტში.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს და არ ვთქვა ის, რაც თქვენი შემხედვარე პირველი მომდის თავში, არა მხოლოდ მე, არამედ საზოგადოებას - როგორი საცოდაობაც იყო თქვენი აქ შემოპარვა ერთი წლის თავზე, ამ შენობაში და ამ დარბაზში, ისეთივე საცოდაობაა თითოეული თქვენი გამოსვლის ყურება, რომელიც იმ სიცრუეზე, პროპაგანდასა და მესიჯებზეა აწყობილი, რომელიც მოგდით თქვენი პატრონებისგან. რაც შეეხება თქვენს აქ ყოფნას, კარგად უნდა გახსოვდეთ, რა სცენარის ნაწილი იყავით თითოეული თქვენგანი. თქვენს პატრონებთან ერთად, თქვენს გაქცეულ ლიდერთან ერთად საზოგადოება შეიყვანეთ შეცდომაში და ამაში ძალიან კარგად გეხმარებოდნენ გარე ძალები და მათი წარმომადგენლები ვენის კონვენციის სრული დარღვევით ჩვენ ქვეყანაში. სამწუხაროდ, რაღაც გარკვეული ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა შევიდა შეცდომაში და მიიღეთ ის მანდატები, რომელი მანდატებიც გაქვთ. ასევე მინდა რეპლიკით გამოვეხმაურო - როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ - როგორ გიტრიალდებათ ენა, როდესაც გახარიას გუნდს წარმოადგენთ, ამ მატყუარა, ამ მშიშარა კაცის გუნდს წარმოადგენთ?! როგორ გიტრიალდებათ ამ ყველაფერზე ენა, როდესაც მისი ბრძანებით ვნახეთ, რა მოხდა აქ 20 ივნისის დროს, სტრასბურგის გადაწყვეტილებას მაინც გადახედეთ, საქმე მიმდინარეობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. შუბლის ძარღვი გაიწყვიტეთ? რაც არ გქონდათ, იმას ვერ გაიწყვეტთ, ალბათ! თუ ვინმეს და რამეს უარი უთხრა ჩვენმა საზოგადოებამ, ეს ხართ თქვენ, თქვენნაირები და ის აგენტურა, რომელიც უბრალოდ 12 ცარიელი ადგილი ხართ, შემოპარული პარლამენტში. შემოგაპარეს, იმიტომ, რომ დავალება გქონდათ ეს ყველაფერი. გრცხვენოდეთ თითოეული იმ განცხადების, რომელსაც აკეთებთ!“- განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ მიხეილ ყაველაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ მისი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ „საპროტესტო აქციებზე ქალების და ბავშვების დამსახიჩრებელი, წინა ხელისუფლების დროინდელი, სანქცირებული „ხარება“ და მისი რაზმი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა