GIPA პერსონალურ მონაცემთა დაცვის პირველ პროფესიულ სასერტიფიკატო პროგრამას იწყებს

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და პერსონალურ მონაცემთა დაცვის წამყვანი საკონსულტაციო კომპანია Privacy Logic Group (PLG) პერსონალურ მონაცემთა დაცვის პირველ პროფესიულ სასერტიფიკატო პროგრამას იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამა წარმოადგენს აკადემიური სექტორისა და პრაქტიკოსი ექსპერტების კიდევ ერთ სინერგიულ პროექტს „ჯიპაში“, რაც სწავლების უმაღლესი ხარისხისა და თანამედროვე სტანდარტებთან სრული შესაბამისობის გარანტიაა.

„აღნიშნული პროგრამა GIPA-ს ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკონსულტაციო კომპანიის Privacy Logic Group (PLG)-ის ექსკლუზიური კოლაბორაციის შედეგია და ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივი ტრანსფორმაციების საპასუხოდ შეიქმნა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო ქმნის მზარდ მოთხოვნას კადრებზე, რომლებსაც შესწევთ უნარი მონაცემთა დამუშავების პროცესები შესაბამისობაში მოიყვანონ ევროპულ სტანდარტებთან (GDPR).

პროგრამის მიზანია, მონაწილეებმა შეიძინონ პრაქტიკული ცოდნა და აუცილებელი უნარები, რათა საკუთარ ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების დამკვიდრება და ეფექტიანი მართვა შეძლონ. ის განკუთვნილია მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი პირებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებისა და მათთვის, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია მონაცემთა დამუშავების სამართლებრივ, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ ასპექტებთან (იურიდიული და შესაბამისობის (compliance), ადამიანური რესურსების მართვის, მარკეტინგის და სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები). ამასთან, პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური პროგრესისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის ნებისმიერი სუბიექტი მოამზადოს საერთაშორისო ასპარეზისათვის.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შრომის ბაზარზე კონკურენტული უპირატესობა ექნებათ. კურსდამთავრებულები სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, ბიზნეს, საფინანსო, სატელეკომუნიკაციო, ჯანმრთელობის დაცვის, ტექნოლოგიურ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO), შესაბამისობის სპეციალისტის, იურიდიული ან მონაცემთა დაცვის კონსულტანტის პოზიციებზე შეძლებენ დასაქმებას.

პროგრამა 2026 წლის 10 მარტს იწყება. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 27 თებერვალი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა