აიათოლა ალი ხამენეი - აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ მათ ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავთ, თუმცა მასაც შეიძლება ისეთი დარტყმა მიაყენო, რომ ვეღარ აღდგეს - ავიამზიდიც საშიშია, მაგრამ უფრო საშიშია იარაღი, რომელსაც მისი ზღვის ფსკერზე გაგზავნა შეუძლია

აშშ-ის პრეზიდენტი გამუდმებით ამბობს, რომ მათ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავთ. მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალას ზოგჯერ შეიძლება იმდენად ძლიერი დარტყმა მიაყენონ, რომ ვეღარ აღდგეს, - ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატების მიერ ირანისკენ გაგზავნილ ავიამზიდზე უფრო საშიშია იარაღი, რომელსაც მისი ჩაძირვა შეუძლია.

„ისინი გამუდმებით ამბობენ, რომ ირანის მიმართულებით ავიამზიდი გამოგზავნეს. ძალიან კარგი, ავიამზიდი საშიში მოწყობილობაა, მაგრამ ავიამზიდზე უფრო საშიშია იარაღი, რომელსაც მისი ზღვის ფსკერზე გაგზავნა შეუძლია“, - აღნიშნა ხამენეიმ.

შეგახსენებთ, ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები არაპირდაპირ ფორმატში, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბადრ ალ-ბუსაიდის შუამავლობით მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ომანის საელჩოში იმართება. ირანის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ხელმძღვანელობს, ხოლო ამერიკულ მხარეს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა