4 ოქტომბრის საქმის პროკურორი - გარკვეულმა ბრალდებულებმა თავად ითხოვეს საპროცესო შეთანხმება, შესაბამისად, მათთან დაიწყო მოლაპარაკებები

გარკვეულმა ბრალდებულებმა თავად ითხოვეს საპროცესო შეთანხმება, შესაბამისად, მათთან დაიწყო მოლაპარაკებები, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყველა იმ პირთან, რომლებმაც საპროცესო შეთანხმება ითხოვეს.

„გარკვეულმა ბრალდებულებმა თავად ითხოვეს საპროცესო შეთანხმება, შესაბამისად, მათთან დაიწყო მოლაპარაკებები, ვინც მოგვმართა მათთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს",- განაცხადა თამარ იაკობიძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მიერ წარმოდგენილი მოწმეები დაიკითხნენ. მოწმეების გამოკითხვის გარდა, პროცესზე ვიდეო მტკიცებულებაც გამოიკვლიეს, რომელშიც პროკურორის თქმით, ერთ-ერთი ბრალდებული მარიამ მეყანწიშვილი ფიგურირებს.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.

ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა