თაზო დათუნაშვილი - დავითაშვილი სუს-ში იჯდა დაკითხვაზე ექვსი საათი და „ჩვენ განვიხილეთო“, თითქოს ბიზნესლანჩზე იყო ინვესტორებთან, რა განიხილე, შე უბედურო? – „ქართულ ოცნებას“ წიწილებიც გამოელევა, მერე სად წავა?

კაცი სუს-ში იჯდა დაკითხვაზე ექვსი საათი და „ჩვენ განვიხილეთო“, რა განიხილე შე უბედურო, კითხვებს გისვამდნენ და შენ პასუხობდი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც სუს-ში დაკითხვის დასრულების შემდეგ, ყოფილი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის მედიასთან გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა.

ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ მიმდინარე გამოძიებებზე საუბრისას თაზო დათუნაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ „კორუფციული სქემები“ ვეღარ დამალა და „მოუწია გამომზეურება“.

„დავითაშვილი გამოვიდა სუს-იდან და ამბობს: „ჩვენ განვიხილეთ საქართველოს გაზმომარაგების შეუფერხებლობაო“. თითქოს ბიზნესლანჩზე იყო ინვესტორებთან. კაცი სუს-ში იჯდა დაკითხვაზე ექვსი საათი და „ჩვენ განვიხილეთო“, რა განიხილე შე უბედურო, კითხვებს გისვამდნენ და შენ პასუხობდი.

ცირკია ეს ყველაფერი, კლოუნადა. ისე მოხდა, რომ ღარიბაშვილის და ნახევარი მინისტრთა კაბინეტის კორუფციის ქეისები ვეღარ დამალეს და გამოამზეურეს. რატომ და რისთვის არ ვიცი, მაგრამ კალაძე ისევ თავის ადგილზეა და კორუფციული სქემები ისევ თავის ადგილზეა…

დავითაშვილი იქნება შემდეგი, ქარსელაძე იქნება შემდეგი, რომელიც ბევრი ინფორმაციით, ფაქტობრივად შინა პატიმრობაშია თუ კალაძე იქნება შემდეგი, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია გრძელდება. ფაქტია სხვა აღარაფერი დარჩა პროპაგანდის გამოსაკვებად, გარდა საკუთარი შვილების ჭამისა უძველესი ბერძნული მითის მსგავსად - კრონოსი საკუთარ შვილებს ჭამს. ამ პროცესის გარდა ბევრი რამ აღარ დარჩა გასაყიდი „ქართულ ოცნებას“, ამით უნდა ფონს გავიდეს, მაგრამ რომ გამოელევა წიწილები, მერე სად წავა?“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა სუს-ში გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ განიხილეს „მომავალში საქართველოში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება“.

ლევან დავითაშვილის განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოეხმაურნენ.

სუს-მა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ დავითაშვილი „ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა“.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა