რუსტემ უმეროვი - დავასრულე ცალკე შეხვედრა აშშ-სა და ევროპელი პარტნიორების წარმომადგენლებთან, შევათანხმეთ ჩვენი მიდგომები შემდეგი ნაბიჯების მიმართ

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის რუსტემ უმეროვის განცხადებით, ჟენევაში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღის დასრულების შემდეგ, დასავლელ პარტნიორებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართა.

„დავასრულე ცალკე შეხვედრა შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორების - საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, იტალიისა და შვეიცარიის წარმომადგენლებთან. განვიხილეთ დღევანდელი მოლაპარაკებების რაუნდის შედეგები და შევათანხმეთ ჩვენი მიდგომები შემდეგი ნაბიჯების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ საერთო ხედვა და კოორდინირებული ქმედებები უკრაინას, შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის“, - წერს უმეროვი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, არსებობს გაგება შედეგზე საერთო პასუხისმგებლობისთვის.

მანამადე უმეროვმა განაცხადა, რომ ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჟენევაში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღის შედეგებს მოახსენებს. მისი თქმით, დელეგაციების მუშაობა ოთხშაბათს გაგრძელდება.

„ჟენევაში მოლაპარაკებების პირველი დღის შედეგები დღეს უკრაინის პრეზიდენტს წარედგინება. ხვალ დილით პოლიტიკური და სამხედრო ჯგუფები მუშაობას გააგრძელებენ“, - აღნიშნა უმეროვმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს