„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა

„გორგია“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა. აღნიშნული ჯილდო კომპანიას პროფესიული უნარების სააგენტომ წლის საუკეთესო პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამისთვის გადასცა.

აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს „გორგიას“ მნიშვნელოვან როლს პროფესიული განათლების განვითარებაში და შრომის ბაზარზე მოთხოვნადიადამიანური კაპიტალის მომზადებაში.

“გორგიას” აკადემიის პროგრამები აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რაც კურსის მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ გამოცდილება, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია რეალურ სამუშაო გარემოსთან.

„მოხარულები და ამაყები ვართ, რომ გორგია გახდა პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2025-ის მფლობელი. ეს აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ პასუხისმგებლობასა და ერთგულებას, რომელიც კომპანიას პროფესიული განათლების განვითარების მიმართ აქვს. მადლობას ვუხდი პროფესიული უნარების სააგენტოს, ჩვენს გუნდს, პარტნიორ ორგანიზაციებსა და თითოეულ მონაწილეს, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩვენი პროგრამების განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მიღწევა გველოდება“, - აღნიშნა „გორგიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე გურულმა.

პროფესიული განათლების გაძლიერების მიზნით, „გორგია“ ასევე მუშაობს ახალ სასწავლო პროგრამაზე- დეკორატიული მცენარეების მოვლა და გამრავლება, რომელიც 2026 წლის გაზაფხულიდან დაემატება აკადემიის საგანმანათლებლო მიმართულებას. პროგრამამ ავტორიზაცია მიიღო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან და იქნება სრულიად უფასო ყველა მსურველისთვის.

„გორგიას” აკადემია 2024 წელს დაარსდა და უკვე 300-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. აკადემიაში ხელმისაწვდომია 7 სასწავლო კურსი, საქართველოში სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმში და ზუგდიდში. კურსდამთავრებულს გადაეცემათ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა