გაზრდილი საპრიზო ფონდი და უნიკალური შესაძლებლობა სკოლის მოსწავლეებისთვის - ალტე უნივერსიტეტის START-UP მარათონი 2026 იწყება

ალტე უნივერსიტეტის მასშტაბური სასკოლო პროექტი - START-UP მარათონი იწყება. ინიციატივა X, XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და ახალგაზრდებში მეწარმეობის, ინოვაციური აზროვნებისა და ბიზნეს უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.

პროექტი აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ უფროსკლასელებს, რომლებიც საკუთარი ინოვაციური იდეების განვითარებაზე 3-4 მოსწავლისგან დაკომპლექტებულ გუნდებად იმუშავებენ.

მარათონი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ნაბიჯ-ნაბიჯ გამოცადონ ის პროცესი, რომელსაც რეალურ ბიზნესგარემოში გადის იდეა წარმატებულ პროდუქტად ან სერვისად ქცევამდე. ისინი სწავლობენ, როგორ ჩამოაყალიბონ იდეა, გადააქციონ იგი სიცოცხლისუნარიან ბიზნეს-მოდელად, დაგეგმონ რესურსები და საბოლოოდ - პროფესიონალურად წარადგინონ თავიანთი პროექტი.

მარათონის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან მეწარმეობის საფუძვლებს, განივითარებენ გუნდური მუშაობის, ინოვაციური ხედვისა და რესურსების ეფექტური მართვის უნარებს და ისარგებლებენ პროფესიონალი მეწარმეების მენტორინგის სერვისით.

გაზრდილი საპრიზო ფონდი - 13 000 ლარი

წელს START-UP მარათონი კიდევ უფრო მასშტაბურია - მისი საერთო საპრიზო ფონდი 13 000 ლარს შეადგენს და გამარჯვებული გუნდებისთვის ფინანსურ და ინტელექტუალურ მხარდაჭერას მოიცავს.

ალტე უნივერსიტეტი რჩეული იდეის ავტორს გადასცემს 5 000 ლარს იდეის განხორციელების მხარდასაჭერად. დამატებით, უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის“ მხარდაჭერით, გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება, განავითაროს საკუთარი პროექტი და მოიძიოს ინვესტორები.

პროექტის გენერალური სპონსორი - ლიბერთი ბანკი - საკუთარ რჩეულ პროექტს 5 000 ლარით დააფინანსებს. ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ლიბერთი ბანკი მონაწილეებს ასევე შესთავაზებს:

  • სტაჟირებას (3 მოსწავლეს);
  • სპეციალურად გოგონებისთვის შექმნილ ლიდერშიფის ტრენინგს;
  • წვდომას LMS სასწავლო პლატფორმაზე;
  • AI მასტერკლასებს;
  • სოც. მედია მხარდაჭერას.

პროექტის სპონსორი EasyPay რჩეულ გუნდს 3 000 ლარს გადასცემს.

კომპანია FINO საკუთარ რჩეულ გუნდს გადასცემს 3 000 ლარის ღირებულების სერვის პაკეტს.

პროექტის მედია მხარდამჭერი - Entrepreneur Georgia - თავის რჩეულ იდეას მედია მხარდაჭერას გაუწევს, ხოლო GITA Tech Park გამარჯვებულ გუნდს პროტოტიპის შექმნაში დაეხმარება.

START-UP მარათონის ეფექტიანობას ადასტურებს გასული წლის ერთ-ერთი გამარჯვებული გუნდის - Sivrce AI-ის გამოცდილება.

გუნდის მიერ შექმნილი სტარტაპი დღეს უკვე განვითარების აქტიურ ეტაპზეა - დასრულებულია ვებპლატფორმის პირველადი ვერსია, დაწყებულია მობილური აპლიკაციის განვითარების პროცესი და გაშვებულია სატესტო ვერსია. ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით განხორციელდა რებრენდინგი და პროდუქტის უკეთესი ადაპტაცია მომხმარებლების საჭიროებებზე. ამჟამად გუნდი პროექტის შემდგომი მასშტაბირებისთვის ინვესტორების მოძიების პროცესშია.

გუნდის წარმომადგენელი, გუგა მუჩიაშვილი, აღნიშნავს:

„მარათონის განმავლობაში მიღებულმა მენტორულმა მხარდაჭერამ და ტრენინგებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ხედვა. თითოეულმა სესიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენი ბიზნესმოდელის გადახედვაში, სამიზნე აუდიტორიის ზუსტად განსაზღვრასა და პროდუქტის ფუნქციონალის დახვეწაში, რაც საბოლოოდ ჩვენი იდეის ეფექტიან განხორციელებაში აისახა”.

გუნდის შეფასებით, პროექტში მონაწილეობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა სტარტაპის პირველადი ვერსიის დასრულებაში. მიღებულმა ფინანსურმა რესურსმა უზრუნველყო პროდუქტის პროტოტიპის შექმნა, ხოლო მარკეტინგულმა მხარდაჭერამ და პროფესიულმა კავშირებმა ხელი შეუწყო გუნდის გაძლიერებასა და პროექტის სტაბილურ განვითარებას. დღეს Sivrce AI სწორედ იმ ეკოსისტემის მხარდაჭერით აგრძელებს განვითარებას, რომელიც START-UP მარათონის ფარგლებში ჩამოყალიბდა.

START-UP მარათონი წარმოადგენს სივრცეს, სადაც სკოლის მოსწავლეების იდეები პრაქტიკულ გამოცდილებად და რეალურ შესაძლებლობად გარდაიქმნება.

რეგისტრაცია 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

სარეგისტრაციო ბმული.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა