ვოლოდიმირ ზელენსკი - ჟენევაში მიაღწიეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგში ამერიკული მხარის ჩართვის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჟენევაში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ შეერთებული შტატები ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის პროცესში მონაწილეობას მიიღებს.

„მოგეხსენებათ, არსებობს ორი მიმართულება: სამხედრო და პოლიტიკური. აქვე მინდა ვთქვა, რომ სამივე მხარე კონსტრუქციული იყო სამხედრო მიმართულებაში“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

მისი განმარტებით, სამხედროებს ესმით, როგორ უნდა აკონტროლონ ცეცხლის შეწყვეტა და ომის დასრულება, თუ პოლიტიკური ნება იარსებებს.

„მათ (მოლაპარაკებების მხარეებმა), ფაქტობრივად, ყველაფერზე მოილაპარაკეს. მონიტორინგში აუცილებლად ჩაერთვება ამერიკული მხარე და ვფიქრობ, რომ ეს კონსტრუქციული სიგნალია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი ჟენევიდან დაბრუნების შემდეგ მონიტორინგის შესახებ ყველა სხვა ტექნიკურ დეტალს გააცნობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა