ირაკლი ქადაგიშვილი - ყულევი არის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ნავთობტერმინალი, რომელიც არის აზერბაიჯანის, „სოკარის“ საკუთრება - ევროკავშირი ჩამოყალიბდეს, რასთან აქვს საქმე - აზერბაიჯანულ ტერმინალს აყადაღებს თუ რას?

ყულევი არის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ნავთობტერმინალი, რომელიც არის აზერბაიჯანის, „სოკარის“ საკუთრება, აზერბაიჯანი ევროპის ერთ-ერთი მომმარაგებელია გაზითაც და ნავთობითაც - ამიტომ, ევროკავშირი უნდა ჩამოყალიბდეს, რასთან აქვს საქმე - აზერბაიჯანულ ტერმინალს აყადაღებს თუ რას? თუ ამით უნდა ევროკავშირს, რომ შუა დერეფნის მაღალი ავტორიტეტი შელახოს? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას: „აშანტაჟებს თუ არა ხელისუფლება ევროპას, რომ გაზს აღარ გაატარებს, თუ ყულევს დააყადაღებს?“

მისი თქმით, შანტაჟის საქართველოს მხარეზე გადმოტანა არარელევანტურია.

„ხშირ შემთხვევაში, ევროკავშირი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ენას იყენებს. ყულევი არის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ნავთობტერმინალი, რომელიც არის აზერბაიჯანის, „სოკარის“ საკუთრება. აზერბაიჯანი ევროპის ერთ-ერთი მომმარაგებელია გაზითაც და ნავთობითაც. ამიტომ, ევროკავშირი უნდა ჩამოყალიბდეს, რასთან აქვს საქმე - აზერბაიჯანულ ტერმინალს აყადაღებს თუ რას? თუ ამით უნდა ევროკავშირს, რომ შუა დერეფნის მაღალი ავტორიტეტი შელახოს? - ეს კითხვა ევროკავშირისკენ არის. რაც შეეხება იმას, უნდა მოამარაგოს თუ არა საქართველო უნდა იყოს თუ არა აზიისა და ევროპის ენერგეტიკული დამაკავშირებელი? - თუ ვინმეს ამის მიმართულებით ძალისხმევა გაუწევია, პოლიტიკური, ინფრასტრუქტურული თუ ინსტიტუციური მოწყობის კუთხით, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ხელისუფლებაა. ამიტომ, შანტაჟის საქართველოს მხარეზე გადმოტანა არარელევანტურია.

ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი გამოკითხვაზე დაიბარა, ეს არის საგამოძიებო მოქმედება. მათ მოგვახსენეს, საკითხი რას ეხებოდა. ეხებოდა - გარკვეულ ენერგეტიკულ შეთანხმებას და საჭიროებაა იმის გარკვევა, ეს შეთანხმება იყო თუ არა კანონიერი და ა.შ. საქმის დეტალებს არ ვიცნობ, ამიტომ, მეტს ვერაფერს მოგახსენებთ”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა