კახა გულედანი - ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, აღნიშნული შექმნის ერთიან ჩარჩოს - შეამცირებს დამოკიდებულებას ცენტრალურ ხელისუფლებაზე და გაზრდის დეცენტრალიზაციას

ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, აღნიშნული შექმნის ერთიან ჩარჩოს რეგიონების განვითარების სტრატეგიისთვის და საფუძველს - მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისთვის, შეამცირებს დამოკიდებულებას ცენტრალურ ხელისუფლებაზე და გაზრდის დეცენტრალიზაციას , - ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, რეგიონული განვითარების კანონი საჭიროა დონორებთან თანამშრომლობისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებითაც.

„როგორც ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებას, ასევე რეგიონულ განვითარებას ახლავს თავისი ეტაპები. პირველი ეტაპია უწყების ინსტიტუციური მზაობა. სამინისტროს სტრუქტურა, ძირითადი საკადრო პოზიციების შევსება, უფლებამოსილებათა მკაფიოდ განაწილება და საბაზისო დოკუმენტებზე მუშაობა - ჩვენ ეს ეტაპი უკვე გავიარეთ და გადავლახეთ, თუმცა ეს არის ეტაპი არა რეგიონებში, არამედ სამინისტროში. მეორე ეტაპია პოლიტიკის ფორმირება და პროგრამების შემუშავება. ეს არის საკანონმდებლო ბაზის გადახედვა-შემუშავება. განვითარების დოკუმენტები, სტრატეგია, პროგრამები, სამოქმედო გეგმები, კონსულტაციები მუნიციპალიტეტებთან, სამინისტროებთან და სხვა უწყებებთან. დღეს, ჩვენ ამ ეტაპზე ვართ. კიდევ არის რამდენიმე ეტაპი. ეს გახლავთ ეტაპები, რომლებიც რეალურ შედეგებს და რეალურ ცვლილებებს გვაჩვენებს და მინიმუმ საშუალოვადიანი პერიოდი სჭირდება, დაახლოებით, 3-5 წელი. ამ ეტაპების ზედმიწევნით გავლის გარეშე რეალურ შედეგებზე რეგიონების განვითარების კუთხით საუბარი ალბათ პოპულიზმი იქნებოდა.

დავუბრუნდები იმ ეტაპს, რა ეტაპზეც ახლა სამინისტროა და რა ძირითადი გამოწვევები გვაქვს დღეის მდგომარეობით. ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, ეს კანონპროექტი განსაზღვრავს და სამართლებრივად დააფიქსირებს, რას ნიშნავს რეგიონი განვითარების მიზნებისთვის. კანონი შექმნის ერთიან ჩარჩოს რეგიონების განვითარების სტრატეგიისთვის, შექმნის საფუძველს მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისთვის. გამოკვეთს და გადაანაწილებს საჭიროებებს. დაგვანახებს ცალკეული რეგიონის პოტენციალს. შეამცირებს დამოკიდებულებას ცენტრალურ ხელისუფლებაზე და გაზრდის დეცენტრალიზაციას. ასევე, რეგიონული განვითარების კანონი კარგია დონორებისთვის და ინვესტიციების მოსაზიდად, რადგანაც დონორებს ყოველთვის აქვთ ასეთი მიდგომა, რომ მათ სჭირდებათ საკანონმდებლო ჩარჩო და კონკრეტული სტრატეგიები განვითარებისათვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, პოლიტიკას გადავიყვანთ ფრაგმენტული ჩარევებიდან სისტემურ, პროგრამულ და შედეგებზე ორიენტირებულ მოდელზე. კანონპროექტი უკვე მომზადებული გვაქვს და მისი განხილვა დაიწყება უწყებებში. ვეცდებით, რაც შეიძლება მალე შემოვიდეს ეს დოკუმენტი პარლამენტში განსახილველად“, - აღნიშნა კახა გულედანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა