გიორგი შარაშიძე - მთავარი, რასაც საქართველომ უნდა მიაღწიოს, არის ის, რომ დასავლური სამყაროს დღის წესრიგში დარჩეს - საკითხები არ გადაწყდეს ევროპის, აშშ-ის საერთო მოლაპარაკებების გარეშე და რუსეთთან პირისპირ არ დარჩეს

მთავარი, რასაც საქართველომ უნდა მიაღწიოს, არის ის, რომ დასავლური სამყაროს დღის წესრიგში დარჩეს - საქართველოს საკითხები არ გადაწყდეს ევროპის, აშშ-ის საერთო მოლაპარაკებების გარეშე და რუსეთთან პირისპირ არ დარჩეს , - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან თუ რაიმე გადაწყვეტილება ამ პროცესს ხელს შეუწყობს, მისასალმებელია.

“როგორც ჩვენთვის ცნობილია, სამუშაო დოკუმენტია და ევროკავშირის ოფიციალური პოზიციის გაცნობამდე ოფიციალური კომენტარის გაკეთება რთულია. მთავარი, რასაც საქართველომ უნდა მიაღწიოს, არის ის, რომ დასავლური სამყაროს დღის წესრიგში დარჩეს - საქართველოს საკითხები არ გადაწყდეს ევროპის, აშშ-ის საერთო მოლაპარაკებების გარეშე და რუსეთთან პირისპირ არ დარჩეს. იყო დრო, როცა საქართველოს ჰქონდა საამისოდ გამყარებული პოზიციები. თუ ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, ევროკავშირის ეს ბოლოდროინდელი ჯერჯერობით სამუშაო ვერსია, ამ პროცესს ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მისასალმებელია.

სანამ ოფიციალური პოზიცია ცნობილი არ იქნება, არც განსაკუთრებული მოლოდინი უნდა შევქმნათ ამ საკითხისგან და არც მნიშვნელობა უნდა დავაკნინოთ - მინიმუმ იქამდე სანამ ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია არ გვეცოდინება”, - გამაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მოიპოვეს დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის გაავრცელა, დოკუმენტში ჩამოთვლილია ის დათმობები, რაზეც რუსეთი უკრაინასთან შეერთებული შტატები შუამავლობით მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებში უნდა წავიდეს.

მოთხოვნები მოიცავს რუსული ჯარების რაოდენობის შემცირებას და მეზობელი ქვეყნებიდან მათ გაყვანას, რეპარაციების გადახდას და საზოგადოების დემოკრატიზაციის აუცილებლობას.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ულტიმატუმი ითვალისწინებს ბელარუსში ბირთვული იარაღის არარსებობას და „რუსეთის სამხედრო ყოფნისა და განლაგების აკრძალვას ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოსა და სომხეთში“.

„რადიო თავისუფლება“ წერს, რომ რუსეთის ჯარები ათწლეულების განმავლობაში არიან განლაგებული რუსეთის მიერ კონტროლირებად სეპარატისტულ რეგიონებში, როგორიცაა აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და დნესტრისპირეთი, ასევე ბაზები სომხეთსა და ბელარუსში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა