გურამ მაჭარაშვილი - კაია კალასის გულწრფელობაში ეჭვი მეპარება

საოკუპაციო ჯარებმა საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვონ, დეოკუპაცია უნდა მოხდეს, თუმცა კაია კალასის გულწრფელობაში ეჭვი მეპარება, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კაია კალასის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება.

“როცა ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ საოკუპაციო ჯარმა უნდა დატოვოს საქართველო, მაშინ თუ ამაში ჩვენ კალასი გვეხმარება და გულწრფელია, განმარტოს, საფრანგეთის პრეზიდენტის ეს განცხადება რას ნიშნავდა. თუ ევროპა რუსეთთან ერთად ააგებს უსაფრთხოების არქიტექტურას, საოკუპაციო ჯარი ნატო-ს ჯარი გახდება თუ ახალი, ევროპულ-რუსული ჯარის სტატუსი მიენიჭება? - ჯერ სიტყვა “ოკუპაციას” არ ხმარობდნენ. სადაც ეს ჩაიწერება, ამას ჩვენ ვითხოვთ, არათუ ვეთანხმებით.

ევრობიუროკრატიაში საკითხებს კაია კალასი ხომ არ წყვეტს, მარტო? - მხოლოდ ჩანაწერი არ შველის. როცა საუბარია პრაქტიკულ ნაბიჯებზე და მაკრონი და მერცი ამბობენ, რომ ევროპამ რუსეთთან ერთად უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა ააგოს, ვკითხულობ, რამდენად რეალურია კაია კალასის განცხადება, თორემ, დიდი ხანია ჩვენ ამისთვის ვიბრძვით. ამ შემთხვევაში, კაია კალასის გულწრფელობაში მეპარება ეჭვი”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მოიპოვეს დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის გაავრცელა, დოკუმენტში ჩამოთვლილია ის დათმობები, რაზეც რუსეთი უკრაინასთან შეერთებული შტატების შუამავლობით მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებში უნდა წავიდეს.

მოთხოვნები მოიცავს რუსული ჯარების რაოდენობის შემცირებას და მეზობელი ქვეყნებიდან მათ გაყვანას, რეპარაციების გადახდას და საზოგადოების დემოკრატიზაციის აუცილებლობას.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ულტიმატუმი ითვალისწინებს ბელარუსში ბირთვული იარაღის არარსებობას და „რუსეთის სამხედრო ყოფნისა და განლაგების აკრძალვას ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოსა და სომხეთში“.

„რადიო თავისუფლება“ წერს, რომ რუსეთის ჯარები ათწლეულების განმავლობაში არიან განლაგებული რუსეთის მიერ კონტროლირებად სეპარატისტულ რეგიონებში, როგორიცაა აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და დნესტრისპირეთი, ასევე ბაზები სომხეთსა და ბელარუსში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა