Axios - ტრამპი ახლოსაა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებასთან

დონალდ ტრამპი ახლოსაა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის გადაწყვეტილებასთან. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია ახლოსაა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებასთან, რომელიც უფრო ახლოს იქნება ფართომასშტაბიან ომთან, ვიდრე სწრაფი და “წერტილოვანი” ოპერაცია იყო ვენესუელაში.

სავარაუდოდ, ეს ერთობლივი ოპერაცია იქნება ისრაელთან, მაგრამ უფრო მასშტაბიანი, ვიდრე “12-დღიანი ომი” 2025 წლის ივნისში, როდესაც აშშ-მა დარტყმები განახორციელა ირანის მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტებზე.

გამოცემის ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ ოპერაციის მოსამზადებლად კიდევ ბევრი დროა საჭირო. თუმცა, ერთი წყაროს თქმით, ტრამპს უკვე “მოთმინება ეწურება”, მისი გუნდის ზოგიერთი წევრის გაფრთხილებების მიუხედავად და “90%-იანი შესაძლებლობა” არსებობს იმისა, რომ ოპერაცია უახლოეს კვირებში დაიწყება.

გამოცემის თქმით, ტრამპი ირანის წინააღმდეგ დარტყმების განხორციელების გადაწყვეტილებასთან ახლოს იყო იანვრის დასაწყისში, როდესაც დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლიან რეპრესიებს აკვირდებოდა, თუმცა, მას შემდეგ აშშ-ის ადმინისტრაცია “ორმაგ ტაქტიკაზე” გადავიდა, როდესაც აშშ თეირანთან მის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს ცდილობდა და პარალელურად რეგიონში სამხედროების რაოდენობას ზრდიდა. ახლა, გამოცემის თქმით, ისეთი ვითარებაა, რომ მოლაპარაკებები აშშ-სთვის სასურველ შედეგებს არ გამოიღებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა