დიმიტრი პესკოვი - უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები საჯაროდ განხილვას არ ექვემდებარება

უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები საჯაროდ განხილვას არ ექვემდებარება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„დეტალების განხილვას არ ვაპირებთ. ამას არ გავაკეთებთ. ახლა მოლაპარაკებები იმ ეტაპზე მიმდინარეობს, რომ საჯაროდ განხილვას არ ექვემდებარება“, - განაცხადა პესკოვმა.

ასევე, მისი თქმით, აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩატარების ადგილის შესახებ ინფორმაციას კრემლი ჯერჯერობით არ გაავრცელებს.

„ჯერჯერობით განცხადებას არ ვაკეთებთ. როგორც კი ინფორმაცია გვექნება, მაშინვე შეგატყობინებთ“, - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კვლავ შვეიცარიაში გაიმართება.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს