„ქართული რესპუბლიკა“ - ირანის საელჩოს საპროტესტო წერილი გადავეცით იმაზე, როგორც იყო მოხსენიებული ქართველთა იძულებითი გადასახლება, რის შემდეგაც ელჩს შევხვდით - მისასალმებელია მის განცხადებაში ქართველების გადასახლების ტკივილზე ხაზგასმა

„ქართული რესპუბლიკის“ წევრების განცხადებით, მათი წარმომადგენლები გიორგი თავართქილაძე და ლევან ნიშნიანიძე ირანის საელჩოს მიერ ისლამური რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული მოსაწვევის თაობაზე ირანის ელჩს შეხვდნენ.

როგორც „ქართული რესპუბლიკის“ წევრებმა პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, შეხვედრა ელჩის ინიციატივით გაიმართა და მან წუხილი გამოთქვა XVII საუკუნის დასაწყისში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო.

მათივე განცხადებით, მისასალმებელია შეხვედრის შემდგომ ელჩის მიერ გაკეთებულ დამატებით განცხადებაში ხსენებული მოვლენის ტრაგიკულობასა და გადასახლების ტკივილზე ხაზგასმა.

„როგორც მოგეხსენებათ, ირანის საელჩოს მიერ გავრცელებულმა მოსაწვევმა და ელჩის სიტყვამ, სადაც მე-17 საუკუნის უმძიმეს ტრაგედიასთან და გენოციდთან დაკავშირებული ჩვენი თანამემამულეების დეპორტაცია ირანში „ქართველების ჩასვლად“ იყო მოხსენიებული, ჩვენი საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია.

სამწუხაროდ, ამას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია “ქართული ოცნების” მხრიდან. შედეგად, გადავწყვიტეთ საპროტესტო წერილი გადაგვეცა ირანის საელჩოსთვის. აღვნიშნეთ, რომ პროტესტს გამოვხატავთ იმასთან დაკავშირებით, როგორც იყო მოხსენიებული ქართველთა იძულებითი გადასახლება, და რომ ეს განხორციელდა ქართველების ფაქტობრივად გენოციდის კონტექსტში. მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რაც საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ უნდა გაეთვალისწინებინა.

მას შემდეგ, რაც ოფიციალური საპროტესტო წერილით მივმართეთ საელჩოს, თავად ელჩმა, ბატონმა სეიედ ალი მოჯანიმ, გამოთქვა ჩვენთან შეხვედრის სურვილი.

კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ შაჰ-აბასის მიერ განხორციელებული ჰუმანიტარული კატასტროფა და ქართველების იძულებითი გადასახლება ფერეიდანში არის ჩვენი ერის უდიდესი ტრაგედია.

აქვე შევნიშნავთ, რომ მისასალმებელია შეხვედრის შემდგომ ელჩის მიერ გაკეთებულ დამატებით განცხადებაში ხსენებული მოვლენის ტრაგიკულობასა და გადასახლების ტკივილზე ხაზგასმა. აგრეთვე, ვაფასებთ, რომ ჩვენ მიერ გადაცემული წერილის შემდგომ, ელჩმა გამოხატა შეხვედრის სურვილი და ჩვენი პოზიციის მოსმენის მზაობა. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც აუცილებელი იყო, რომ გაგვეკეთებინა. ვხედავდით, სიჩუმეს და დუმილს. ხმამაღლა დავაფიქსირეთ ის პროტესტი, რაც გვაწუხებდა, როგორც ქართველი ხალხის ნაწილს”,- აღნიშნა გიორგი თავართქილაძემ.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 11 თებერვალს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მოწყობილ ღონისძიებაზე აღნიშნეს 1979 წლის ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავი. საელჩოს ღონისძიების მოსაწვევზე, - რომელიც აკადემიური, პოლიტიკური და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებს დაურიგეს, - ინგლისურ ენაზე ეწერა: “ირანში ქართველების ჩასვლის 410 წლისთავი“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა