საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ERASMUS+ CBHE პროექტ ERIC-GE-ის ორდღიან სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასრულდა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE (Capacity Building in Higher Education) კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ (ERIC-GE), ფარგლებში გაიმართა.

ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა, პარტნიორი ინსტიტუციების წარმომადგენლებთან ერთად, განიხილა პროექტის მიზნები, ამოცანები და სამომავლო საქმიანობის დეტალური გეგმა. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვა და მათი სასწავლო პროცესში ინტეგრირება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერი) და პროექტის კოორდინატორის განცხადებით, „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერების“ კონსორციუმში ჩართულია 8 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - 6 საქართველოს, 2 კი, ევროპის მასშტაბით. პროექტმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში 355,977 ევროს ოდენობის დაფინანსება მოიპოვა. პროფესორ კარლო კოპალიანის თქმით, საქართველოს მასშტაბით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ინსტიტუტი „ტექინფორმი“ დარჩენილი ოთხი პროექტიდან, პარტნიორი ორგანიზაციის სტატუსით, დამატებით ორშიც გახდა გამარჯვებული. მომდევნო სამი წლის განმავლობაში უნივერსიტეტი, ევროპისა და აზიის ქვეყნების პარტნიორობით, სხვადასხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესების განხორციელებას უხელმძღვანელებს, რაც ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცის გაძლიერებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

„ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE კონკურსში გამარჯვება და პროექტის კოორდინატორობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისიაა. ეს არა მხოლოდ კონკრეტული ინსტიტუციური წარმატებაა, არამედ იმ სამეცნიერო და აკადემიური პოტენციალის აღიარებაა, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტი წლების განმავლობაში ავითარებს. პროექტი გვაძლევს შესაძლებლობას გავაძლიეროთ კვლევისა და ინოვაციების მიმართულება, დავნერგოთ თანამედროვე საგანმანათლებლო და შეფასების მეთოდები, გავაფართოოთ საერთაშორისო პარტნიორული ქსელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კოორდინატორის სტატუსით ვახორციელებთ ინიციატივას, რაც გულისხმობს ლიდერობას, მაღალი პასუხისმგებლობის აღებას და პროცესების სტრატეგიულ მართვას. ჩვენი ჩართულობა უზრუნველყოფს, რომ პროექტის შედეგები რეალურად აისახოს როგორც უნივერსიტეტის, ისე ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებაზე. დარწმუნებული ვართ, რომ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს აკადემიური ხარისხის ზრდას, ახალგაზრდების შესაძლებლობების გაფართოებას და საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ინსტიტუტ „ტექინფორმის“, კერძოდ, დირექტორის მოადგილის, პროფესორ მარი რაზმაძის დამსახურება პროექტის გამარჯვებასა და განხორციელებაში. მისი ხელმძღვანელობით იქნა შემუშავებული პროექტის კონცეფცია და სამომავლო სტრატეგიული გეგმა, რამაც გაზარდა პროექტის წარმატების შანსი” - აცხადებს კარლო კოპალიანი.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს პროექტის განხორციელების მექანიზმებზე, განსაზღვრეს პასუხისმგებლობები და დაგეგმეს მომდევნო ეტაპები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც უნივერსიტეტების, ასევე ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა