ირაკლი კობახიძე - “ენჯეო“ ზოგადად არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ინსტრუმენტი, ამიტომ შეიქმნა, როგორც ფენომენი, მნიშვნელოვანია სათანადოდ დარეგულირება - არავინ უნდა ჩაერიოს სხვის პოლიტიკურ ცხოვრებაში

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განაცხადებით, დაუშვებელია ქვეყნის შიგნით პოლიტიკის დაფინანსება გარედან შემოსული ფინანსური რესურსებით.

მისივე განმარტებით, NGO ხშირად გამოიყენება როგორც უცხო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ინსტრუმენტი.

პრემიერის განცხადებით, საკითხი, რის გამოც საქართველოს აკრიტიკებდნენ, დღეს აქტიურად განიხილება ევროპის ქვეყნებშიც.

„ძალიან საინტერესო პროცესებია დაწყებული. NGO ზოგადად არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ინსტრუმენტი, ამიტომ შეიქმნა NGO, როგორც ფენომენი. მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის სათანადოდ დარეგულირება. ქვეყნის შიგნით არ უნდა შემოდიოდეს გარედან ფინანსები პოლიტიკის დასაფინანსებლად. კიდევ ერთხელ, „ენჯეო“ არის პოლიტიკური ინსტრუმენტი სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ინსტრუმენტი. აქედან გამომდინარე, თავის დროზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება „ენჯეოების“ დაფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე. რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, ამასთან დაკავშირებით ახლა აქტიურად მსჯელობენ ევროპის ქვეყნებში. ბუნებრივია, ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია ასეთი კანონის არსებობა - არავინ უნდა ჩაერიოს სხვის პოლიტიკურ ცხოვრებაში“,- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები კანონზე, რომელიც გრანტებს ეხება, რა რისკი უნდა დააზღვიოს და რატომ გახდა საჭირო მისი გამკაცრება, პრემიერი პასუხობს, რომ ქვეყნის შიგნით არიან გარედან წაქეზებული ძალები, რომლებიც არა 20%-ზე არამედ ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას.

პრემიერის თქმით, ეს არის ეროვნული გამოწვევა, რასაც უნდა დაუპირდაპირდეს კანონმდებლობა.

„კონკრეტული ევროპული ბიუროკრატები პირდაპირ აანონსებენ, რომ ისინი გეგმავენ მოიძიონ არსებული კანონის გვერდის ავლის მექანიზმები და ირიბი გზებით დააფინანსონ პოლიტიკური აქტივობები საქართველოში. ამას უპირისპირდება ის კანონპროექტი, რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი, შესაბამისად, ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა.

რაც შეეხება კონსტიტუციური სისტემის არ აღიარებას, ესეც არის დაკავშირებული ეროვნულ ინტერესებთან. იცით, რომ არის 5 სახელმწიფო, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე ჩვენი ხელისუფლების იურისდიქციას. ქვეყნის შიგნით არიან გარედან წაქეზებული ძალები, რომლებიც არა 20%-ზე არამედ ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას. ეს არის ეროვნული გამოწვევა, რასაც უნდა დაუპირდაპირდეს კანონმდებლობა“,- განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა