თაზო დათუნაშვილი - მხოლოდ იანვარში 56 მილიონი დოლარის ნავთობია გატანილი - ან ეს არის იმპორტირებული ნავთობი, რომელსაც სახელი ეცვლება და ექსპორტზე გადის, ან შემოდის რუსული ნედლი ნავთობი და ყულევის ტერმინალში გადამუშავდება

ნავთობის წინა წლის ექსპორტის მთლიანი მოცულობა, ფაქტობრივად, იყო 80 მილიონი დოლარი, ხოლო წელს, მხოლოდ იანვარში, გვაქვს 56 მილიონი დოლარის ნავთობი გატანილი ქვეყნიდან. ეს ფაქტი, რომელიც ცალსახად არის მაქინაცია, კიდევ უფრო ზრდის რისკებს, რომ ყულევის პორტი და მთლიანად ქვეყანა მოჰყვეს ევროკავშირის სანქციების მეოცე პაკეტში და ძალიან ცუდი ყურადღება მიიპყროს ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, მხოლოდ ორი სცენარია, რომლის მიხედვითაც საქართველოდან შეიძლება მსგავსი მოცულობის ნავთობი გასულიყო და ერთ-ერთის მიხედვით, საქართველოში შემოდის რუსული ნედლი ნავთობი, ყულევის ქარხანაში გადამუშავდება და ასე გადის ექსპორტზე.

„საქსტატის” ცნობით, წინა წლის იანვრის თვესთან შედარებით, 2026 წლის იანვარში საქართველოდან ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი 3224%-ით გაიზარდა. საქართველომ 56 მილიონი აშშ დოლარის მზა ნავთობპროდუქტი გაიტანა ქვეყნიდან, მაშინ, როცა ყულევში ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა ჯერ არც კი ამუშავებულა, ჯერ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ ნავთობის გადამუშავების სიმულაციას, რადგან ამ მოცულობის ნავთობი საქართველოში უბრალოდ არ მოიპოვება. ეს მზა ნავთობი 2026 წლის იანვარში უკვე გავიდა საქართველოდან, ძირითადად სამი მიმართულებით: თურქეთში, მალტასა და სინგაპურში. უბრალოდ რიცხვებს რომ დავაკვირდეთ, წინა წლის ექსპორტის მთლიანი მოცულობა, ფაქტობრივად იყო 80 მილიონი დოლარი, ხოლო წელს მხოლოდ იანვარში გვაქვს 56 მილიონი დოლარის ნავთობია გატანილი ქვეყნიდან. ეს ფაქტი, რომელიც ცალსახად არის მაქინაცია, კიდევ უფრო ზრდის რისკებს, რომ ყულევის პორტი და მთლიანად ქვეყანა მოჰყვეს ევროკავშირის სანქციების მეოცე პაკეტში და ძალიან ცუდი ყურადღება მიიპყროს ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, იცით რა ვითარებაც არის რუსეთის ჩრდილოვან ფლოტთან და რუსული ნავთობით ვაჭრობასთან დაკავშირებით. რატომ ვახსენებ რუსულ ნავთობს, იმიტომ რომ არსებობს მხოლოდ ორი სცენარი რომლითაც შეიძლება საქართველოდან ამ მოცულობის ნავთობი გასულიყო სხვა ქვეყანაში. პირველი სცენარი, ეს არის იმპორტირებული ნედლი ნავთობი, რომელიც რეალურად დიზელი ან ბენზინია და საქართველოში ეცვლება მას სახელი, აღირიცხება როგორც ადგილობრივი, ექსპორტზე გადის აქედან როგორც საქართველოდან გატანილი ნავთობი. აქ დამამძიმებელი გარემოება ერთის მხრივ არის დოკუმენტაციის გაყალბება და მეორე მხრივ დამამძიმებელი გარემოება არის ის, რომ ეს ნავთობი, რომელიც დიდი ალბათობით არის რუსული წარმომავლობის, უკვე გატანილია ევროკავშირის ქვეყანაში. მოგეხსენებათ რომ მალტა არის ევროკავშირის ქვეყანა. მეორე ვერსიაა, რომ შემოდის რუსული ნედლი ნავთობი და რაღაც სასწაულებრივი მანქანებით ყულევის ტერმინალში, გადამამუშავებელ ქარხანაში ეს ნავთობი გადამუშავდა და ასე გავიდა საქართველოდან. თუმცა მეცნიერულად შეუძლებელია. რომ ამ მოცულობის ნავთობი ამ დროში დაუსრულებელმა ქარხანამ, გადაამუშაოს.

ეს ოპერაცია პირდაპირ აყენებს საქართველოს რისკის ქვეშ, რომ ის მოექცეს ისეთი სანქციების ქვეშ, რომელიც პირდაპირ ურტყამს საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას. აი, იმ ქვეყანას, რომელშიც დღეს კვერცხის ფასზე მთელი პარლამენტი არის დარაზმული, ამ ქვეყნის მთელი ფინანსური ინსტიტუციები და ფინანსური სტაბილურობა შეიძლება ჩამოიქცეს იმ სანქციების გამო, რომელიც გათვალისწინებულია ასეთი მაქინაციებისთვის. მოვითხოვთ ყველა დეტალის გასაჯაროებას ნავთობპროდუქტის ექსპორტიორების, ასევე გადამუშავებული ნავთობის წარმომავლობის შესახებ!“, -განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა