პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებული მომღერალი, ხატია წერეთელი თავისუფალია - საპატიმრო დატოვა მასთან ერთად დაკავებულმა კიდევ 10-მა პირმა

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებულმა მომღერალმა ირმა კურტანიძემ, იგივე ხატია წერეთელმა საპატიმრო დატოვა.

ის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება სასამართლომ დაამტკიცა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წერეთლის ადვოკატმა, დიმიტრი ვარდიაშვილმა დაუდასტურა.

მისივე ინფორმაციით, ხატია წერეთელთან ერთად სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მასთან ერთად დაკავებული 10 პირიც.

„საპროცესო შეთანხმება გაფორმდა 1 წელი პირობითი მსჯავრი და 10 ათასი ჯარიმა. ჯამში 11 პირი გათავისუფლდა. დაკავებული 12 პირიდან ერთთან დაიდო რამდენიმე თვის წინ შეთანხმება და დარჩა 11 პირი. დღეს ყველანი გათავისუფლდნენ სააპელაციო სასამართლოს დარბაზიდან“,- განაცხადა დიმიტრი ვარდიაშვილმა.

ცნობისთვის, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ხატია წერეთლის და მასთან ერთად 11 პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია 27 აგვისტოს გავრცელდა. დაკავებულ 12 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარედგინა, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ხატია წერეთლის დაკავების შესახებ ინფორმაცია 27 აგვისტოს გავრცელდა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს