BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია

ქართულმა კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმმა“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ Honeywell-თან მნიშვნელოვანი საინჟინრო და სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა. შეთანხმება ითვალისწინებს ძირითადი ტექნოლოგიური პროცესების პროექტირებას და ლიცენზირებას. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქარხნის დანადგარებითა და მაღალტექნოლოგიური მართვის ცენტრებით მომარაგებისთვის. ეს ყოველივე მნიშვნელოვნად აახლოებს „ბლექ სი პეტროლიუმს“ აწარმოოს ევრო-5 სტანდარტის ბენზინი, დიზელი და ასევე საავიაციო ნავთი.

Honeywell 100 წელზე მეტ გამოცდილებას ითვლის და წარმოადგენს ტექნოლოგიური პროცესების, აღჭურვილობისა და მომსახურების წამყვან საერთაშორისო მიმწოდებელსა და ლიცენზიარს ნავთობგადამამუშავებელი, გაზის გადამამუშავებელი და ნავთობქიმიური მრეწველობის დარგებში.

გთავაზობთ კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზს სრულად:

კომპანია ბლექ სი პეტროლიუმმა (Black Sea Petroleum - BSP) მნიშვნელოვანი საინჟინრო და სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა ტექნოლოგიურ გიგანტ Honeywell-თან. ხელშეკრულება ითვალისწინებს ნავთობგადამუშავების ძირითადი დანადგარების დაპროექტებასა და ლიცენზირებას, რაც ისტორიულად მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც კომპანიისთვის, ისევე საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებისათვის.

„ბლექ სი პეტროლიუმი” ყულევში აშენებს სრული ციკლის, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომლის ნომინალური წლიური წარმადობა 4,5 მილიონ ტონამდეა. პროექტის ფარგლებში BSP-მ უკვე წარმატებით დაასრულა ქარხნის პირველი ეტაპი წლიური ნომინალური სიმძლავრით 1,2 მლნ ტონა. ამჟამად შენდება მეორე ეტაპი, რომლის ნომინალური სიმძლავრე წელიწადში 3,3 მილიონი ტონა იქნება.

შეთანხმების საფუძველზე, Honeywell-ი, პროექტს უზრუნველყოფს საჭირო ტექნოლოგიური ლიცენზიებით, საბაზისო ინჟინერიით, სპეციალიზებული აღჭურვილობითა და კატალიზატორებით. აღნიშნული თანამშრომლობა საშუალებას მისცემს BSP-ს, აწარმოოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უმაღლესი ხარისხის საავიაციო ნავთი, ბენზინი, დიზელი და საზღვაო საწვავი.

„ბლექ სი პეტროლიუმის“ პროექტი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ადგილობრივი წარმოების განვითარებით ჩვენ ვამცირებთ იმპორტზე დამოკიდებულებას და მნიშვნელოვნად ვაძლიერებთ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას” — აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

BSP და Honeywell სამომავლო თანამშრომლობას განვითარების შემდეგ ეტაპებზეც გეგმავენ, რაც მოიცავს ნავთობქიმიისა და ნავთობის ღრმა გადამუშავების ტექნოლოგიების დანერგვას ქარხნის პროდუქტიულობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით.

(R)

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა