პროკურატურა ელისო კილაძის ადვოკატის განცხადებაზე - ბრალდებულის ქმედების კვალიფიკაცია სრულად შეესაბამება კანონმდებლობის, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული კონვენციების მოთხოვნებსა და განაჩენებით დადგენილ პრაქტიკას

ფულის გათეთრება - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის კონტექსტში, თავისი არსით წარმოადგენს დამოკიდებულ დანაშაულს, მას წინ უნდა უძღოდეს პრედიკატი დანაშაული, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებაში, რომლითაც შესაძლებელია დანაშაულებრივი შემოსავლის მიღება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს, რითაც ჟურნალისტ ელისო კილაძის ადვოკატის განცხადებას უპასუხეს იმის თაობაზე, რომ „სამართლებრივად დაუშვებელია ბრალდებულის ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 180-ე და სსკ-ის 194-ე მუხლების ერთობლიობით“.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ბრალდებულ ელისო კილაძის ქმედების აღნიშნული კვალიფიკაცია სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის, ფულის გათეთრების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებსა და საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული განაჩენებით დადგენილ პრაქტიკას.

„ფულის გათეთრება - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის კონტექსტში, თავისი არსით წარმოადგენს დამოკიდებულ დანაშაულს, მას წინ უნდა უძღოდეს პრედიკატი დანაშაული, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებაში, რომლითაც შესაძლებელია დანაშაულებრივი შემოსავლის მიღება. მაგალითისათვის თაღლითობის შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ქონება.

პრედიკატი დანაშაული და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია წარმოადგენს ორ დამოუკიდებელ დანაშაულს, მათ მიერ ხდება სხვადასხვა სიკეთის დაცვა - თაღლითობის შემთხვევაში დაცვის ობიექტია კონკრეტული პირის თუ სახელმწიფოს საკუთრება, ხოლო ფულის გათეთრების შემთხვევაში დაცვის ობიექტია ქვეყნის ეკონომიკური და საფინანსო სისტემის სტაბილურობა, როდესაც სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება სსკ-ის 180-ე და 194-ე მუხლებით, სახეზე გვაქვს დანაშაულის რეალური ერთობლიობა - პირველი შემთხვევაში გვაქვს უკანონო სარგებლის მიღება, ხოლო მეორე შემთხვევა არის გაგრძელება დანაშაულებრივი ქმედების რომელიც განსხვავებული განზრახვის ფარგლებში ყალიბდება და მიზნად ისახავს მიღებული უკანონო შემოსავლის გასუფთავებას, მისი წარმომავლობის დაფარვას.

ბრალდებულის ქმედების აღნიშნული კვალიფიკაცია სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის, ფულის გათეთრების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებსა და საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული განაჩენებით დადგენილ პრაქტიკას“, - აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, ელისო კილაძის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ სამართლებრივად დაუშვებელია ბრალდებულის ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 180-ე და სსკ-ის 194-ე მუხლების ერთობლიობით.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა