იზა ომაძის განცხადებით, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, მსჯავრდებულ დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ჩვენება, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ვითარებას რადიკალურად შეცვლის

მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე აცხადებს, რომ წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, მსჯავრდებულ დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ჩვენება ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეში ვითარებას რადიკალურად შეცვლის.

„5 წლის წინაც ვიცოდი გარკვეული დეტალები, მაგრამ ამხელა თანამდებობის პირისგან, ვინც უშუალოდ იყო დამკავებელი, ჰქონდა გარკვეულ ადამიანებთან შეხვედრა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იყო და მადლობა ღმერთს, რომ მან გადადგა ეს ნაბიჯი და აღიარებითი ჩვენება მისცა ყველაფერზე. ეს ძალიან დაეხმარება გამოძიებას. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მოტივი აბსოლუტურად იცვლება. არანაირი ლოგიკით არ ჯდება ის მოტივი, რაც პროკურატურამ გააჟღერა. საქმე აბსოლუტურად თავდაყირა დადგება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი ეს ჩვენება. მჯერა, რომ ბოლომდე შეძლებს ჩვენების დაცვას. ის აღიარებითი ჩვენება, რაც მან დღეს დაკითხვის დროს აღიარა, აუცილებლად უნდა მოვიდეს სრულყოფილებაში და სამართალი უნდა აღსრულდეს. ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონის შესაბამისად",- აცხადებს იზა ომაძე.

ომაძე ასევე აღნიშნავს, რომ მკვლელობის უკან შესაძლოა, მაღალჩინოსნების ინტერესები იდგეს. მისი განცხადებით, საქმე არ იყო მხოლოდ ახალგაზრდების მიერ ჩადენილი დანაშაული და „დაკვეთა ზემოდან მოდიოდა“.

„სახელებს და გვარებს ვერ დავასახლებ, მაგრამ ცნობილი იყო, რომ მაღალჩინოსნები განა ხელს აფარებდნენ, არამედ სწორედ დაკვეთა მოდიოდა. არა ახალგაზრდების მიერ იყო ეს ჩადენილი, უფრო ზემოდან და უფრო დიადი მოტივით მოდიოდა მკვლელობის საქმე. სახელებს და გვარებს მე არ დავასწრებ არც ადვოკატს, არც გამოძიებას. მირჩევნია, რომ ჯერ მათ გაავრცელონ სახელი და გვარები. მერე მე გადავდგამ შემდეგ ნაბიჯს",- აცხადებს ომაძე.

შეგახსენებთ, ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეზე, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებული დიმიტრი ქვაჭრელიშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გამოიკითხა.

დიმიტრი ქვაჭრელიშვილი არის ის პირი, რომელმაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავა.

ადვოკატის განცხადებით, ქვაჭრელიშვილმა 5 წლის შემდეგ, თავად გადაწყვიტა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებისთვის ჩვენება მიეცა.

რაც შეეხება თავად ქვაჭრელიშვილს, ის სხვა სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდებული და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. კერძოდ კი, ქვაჭრელიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ქრთამის აღებას ედავებოდნენ.

დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, გამოკითხვა ჩაატარა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის ერთ-ერთმა გამომძიებელმა.

როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, გამოძიებას უკვე გააჩნია დეტალური მონაცემები: მსჯავრდებულების - აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის მიერ გადმოცემული სრული ვერსია, ლოკაციები, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, ტერიტორია, სადაც დანაშაული იგეგმებოდა, ასევე იმ ყოფილი და მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების ვინაობა, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში წყნეთის პოლიციაში იმყოფებოდნენ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა