თაზო დათუნაშვილი - ანეკდოტია, საქართველოს ორი მთავარი საექსპორტო პროდუქცია არის ნავთობპროდუქტები და ავტომობილები და არცერთს არ ვაწარმოებთ

განჭვრეტადი ამბავია, რა მოჰყვება ამ მაიმუნობას. ეს შეიძლება იყოს ძალიან მძიმე გარემოება იმ გზაზე, რასაც საქართველოს სანქცირება ჰქვია, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "რეზიუმე" განაცხადა, რითაც ეხმაურება ინფორმაციას, რომ საქართველოში წარმოებული და უცხოეთში გაყიდული ნავთობის მოცულობა 3000%-ით გაიზარდა.

თაზო დათუნაშვილის თქმით, საქართველო გამოიყენება მეკობრულ ტერიტორიად, საიდანაც რუსეთიდან საღდება სანქცირებული საქონელი.

„რუმინეთი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნავთობის გადამამუშავებლად ამ რეგიონში და იქაური ქარხნების მთელი მოცულობაც არ იქნება საკმარისი, რომ ასეთი სისწრაფით გადაამუშაონ ამ რაოდენობის ნავთობი. ერთადერთ ვარიანტი რჩება, რომ სადღაც პალიასტომთან ბენზინმა ამოხეთქა. ერთ-ერთი ამის ახსნა არის, რომ აქ ხდება ნავთობპროდუქტების შემოტანა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის მიერ. ნოვოროსიისკის პორტი ძალიან ახლოსაა და უკვე რამდენჯერმეა ყულევის ტერმინალში შემჩნეული ის გემები, რომლებსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გამანადგურებლებით დასდევს. ერთი ვერსიაა, რომ გააყალბეს დოკუმენტაცია და აქ გადაარქვეს სახელი და ასე გაიტანეს ექსპორტზე. მეორე ვერსიაა, რომ შემოვიდა ნედლი ნავთობი ასევე რუსეთიდან და აქ გადაამუშავა იმ ქარხანამ, რომელიც დამთავრებული არ არის. დაუმთავრებელი ქარხანა ამ მოცულობის ნავთობს უბრალოდ ვერ გადაამუშავებს.

ტრამპის ადმინისტრაციას უკანასკნელი თვეების მანძილზე დაუძინებელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტისთვის. პირდაპირ ვხედავთ ნიშნებს, რომ საქართველო გამოიყენება მეკობრულ ტერიტორიად, საიდანაც რუსეთიდან საღდება სანქცირებული საქონელი. ეს ყველაფერი საშიშია ქართული ფინანსური სტაბილურობისთვის. ანეკდოტია, საქართველოს ორი მთავარი საექსპორტო პროდუქცია არის ნავთობპროდუქტები და ავტომობილები და არცერთს არ ვაწარმოებთ“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა