ირაკლი ფავლენიშვილი - ჩვენ ყოველთვის ვართ ერთიანობის მომხრე - ის, რაც დღეს ლევან ხაბეიშვილმა თქვა, „ყველა მინუს ივანიშვილი“, ამ ფორმულას იძახდა მიხეილ სააკაშვილი დიდი ხნის წინ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით დეტალებზე საუბარი პარტიებს შორის შეთანხმების ოფიციალურად გაფორმების შემდეგ გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ფავლენიშვილი განმარტავს, რომ ეს არ იქნება ერთი ან ორი პირის მიერ შექმნილი ჩარჩო დოკუმენტი, ერთობაში შესაძლოა, გაერთიანდნენ როგორც ძველი პარტნიორები, ისე ახალი პოლიტიკური ძალები, რომელთანაც აქამდე თანამშრომლობა არ ყოფილა.

ფავლენიშვილის შეფასებით, საპროტესტო ელექტორატში არსებობს მკაფიო მოთხოვნა კონსოლიდაციისა და კოორდინირებული მოქმედებისკენ.

„როდესაც ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, მაშინ ვიტყვით ყველა ყველაფერს. არ მინდა წინასწარ გავუსწრო მოვლენებს. ჩვენ ყოველთვის ვართ ერთიანობის მომხრე და არასდროს ვყოფილვართ ხელის შემშლელები, არც ამ შემთხვევაში ვაპირებთ იმავეს.

როდესაც შედგება შეთანხმება, ეს არ იქნება რვიანის შეთანხმება, ეს იქნება იმ მხარეების შეთანხმება, რომლებიც პროცესში იქნებიან. არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ერთი ან ორი კაცის მიერ შედგენილი ჩარჩო. ვინც ამ ერთობაში აღმოჩნდება, შეიძლება უმეტესობა იყოს ძველი პარტნიორი, რაღაც მოცემულობაში ან ახალი პარტნიორი, რომელთანაც არასდროს არ გვქონია არანაირი ურთიერთობა. მთავარი არის ის, რომ საპროტესტო ელექტორატში არსებობს დაკვეთა, რომელსაც უნდა პასუხობდე. ახლა წინააღმდეგობის ძარღვი და ცენტრი არის საპროტესტო ელექტორატი. ამ პერიოდში, როდესაც ყველა ინსტრუმენტზე, ყველა წყაროზე იერიშია მიტანილი „ოცნების“ მიერ, რაღაც დონეზე კონსოლიდირებული პოზიცია, აქციების ერთიანად დაგეგმვა და საგარეო ფრონტზე მუშაობა უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ამის დაქსაქსულად კეთება“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

ფავლენიშვილი აცხადებს, რომ პროტესტის მთავარი მამოძრავებელი ძალა არიან პოლიტპატიმრები და ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი წინააღმდეგობის პროცესში.

ფავლენიშვილის მოსაზრებით, მიმდინარე პროცესი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და თებერვლის შემდეგ ვითარება გარკვეულად უნდა გამოიკვეთოს. მისი თქმით, საკითხი მალე უნდა გახდეს ცნობილი და მუდმივად გაურკვეველ რეჟიმში დარჩენა ვერ იქნება შესაძლებელი.

„პოლიტიკურ პატიმრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც მთავარი ძრავი არიან ამ პროტესტის, მათ ყველაზე კარგად ესმით პროტესტის ენერგეტიკის და მათი მთავარი ინიციატივაც არის ის, რომ ისინი, ვინც წინააღმდეგობაში ვართ ჩართულები, ვიყოთ ერთიანები. ის, რაც დღეს ლევან ხაბეიშვილმა თქვა, „ყველა მინუს ივანიშვილი“, ამ ფორმულას იძახდა მიხეილ სააკაშვილი დიდი ხნის წინ“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა