ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი მსახიობებმა - კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა დატოვეს

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი მსახიობებმა კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა დატოვეს.

აღნიშნულის შესახებ ისინი „ფეისბუქზე“ წერენ. მათ სოციალურ ქსელში გადაწყვეტილების შესახებ იდენტური ტექსტი გამოაქვეყნეს.

„დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი.

დიდი მადლობა ყველას ვისთან ერთადაც სცენაზე ვმდგარვარ",- წერენ მსახიობები.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს