Axios - დონალდ ტრამპი მზად არის განიხილოს ირანის წინადადება ურანის „სიმბოლურად“ გამდიდრების შესახებ, თუმცა სხვა ვარიანტებიც განიხილება, კერძოდ, ირანის უზენაესი ლიდერის ლიკვიდაცია

დონალდ ტრამპი მზად არის განიხილოს ირანის წინადადება ურანის „სიმბოლურად“ გამდიდრების შესახებ, თუმცა სხვა ვარიანტებიც განიხილება, კერძოდ, ირანის უზენაესი ლიდერის ლიკვიდაცია, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის განიხილოს წინადადება, რომელიც ირანს ურანის „სიმბოლურად“ გამდიდრების საშუალებას მისცემს, თუმცა ამან ბომბის შექმნის შესაძლებლობა უნდა გამორიცხოს.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს შესაძლო სამხედრო ვარიანტებიც წარუდგინეს, კერძოდ, ერთ-ერთი მათგანი აშშ-ის მიერ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისა და მისი შვილის ლიკვიდაციას გულისხმობს.

„ტრამპი მზად იქნება, რომ შეთანხმებას დათანხმდეს, რომელიც რეალური იქნება და რომლის პოლიტიკურად „გაყიდვასაც“ აშშ-ში შეძლებს. თუ ირანელებს თავდასხმის თავიდან აცილება სურთ, მაშინ მათ წინადადება უნდა შემოგვთავაზონ, რომელზეც უარს ვერ ვიტყვით“, - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

მისი თქმით, „თუ ირანი თამაშს გააგრძელებს, მაშინ ტრამპს მოთმინება ამოეწურება“.

ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი წინადადებას მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში შეიმუშავებს და აშშ-ს წარუდგენს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს