Reuters - ალბანეთში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა

ალბანეთში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ალბანეთში ქვეყნის ვიცე-პრემიერის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებების ფონზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რა დროსაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

დემონსტრანტებმა ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას ოფისს ე.წ. ბენზინის ბომბები ესროლეს.

ცნობისთვის, ალბანეთში პოლიტიკური ვითარება დეკემბერში დაიძაბა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ვიცე-პრემიერს, ბელინდა ბალუკუს კონკრეტული კომპანიების სასარგებლოდ სახელმწიფო ტენდერებში ჩარევის გამო ბრალი წაუყენა. ბალუკუ ბრალდებებს უარყოფს.

ალბანეთის ანტიკორუფციულმა სასამართლომ ბალუკუს უფლებამოსილება შეუჩერა, ხოლო სპეციალურმა პროკურატურამ პარლამენტს მისთვის იმუნიტეტის მოხსნის თხოვნით მიმართა, რათა მისი დაკავება შესაძლებელი გამხდარიყო. თუმცა, ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას „სოციალისტურ პარტიას“ პარლამენტში უმრავლესობა აქვს და ბალუკუსთვის იმუნიტეტის მოხსნაზე უარი განაცხადა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს