ლევან მახაშვილი სოციალურად დაუცველთა დახმარებაზე - დღეს დგას საჭიროება, რომ არსებითად გადაიხედოს ეს პროგრამა და ეს დახმარება მხოლოდ იმ ოჯახებს, მიემართოს, რომლებიც კრიტიკულად საჭიროებენ ამას, სხვებმა ბოროტად არ უნდა ისარგებლონ

დღეს დგას იმის საჭიროება, რომ არსებითად გადაიხედოს ეს პროგრამა [სოციალურად დაუცველთა პროგრამა], სახელმწიფოს ეს დახმარება მხოლოდ იმ ოჯახებს, მხოლოდ იმ ადამიანებისკენ მიემართოს, რომელიც კრიტიკულად საჭიროებენ ამ დახმარებას. სხვებმა ბოროტად არ უნდა ისარგებლონ და არ უნდა გამოიყენონ სახელმწიფოს ეს სახსრები,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა სოციალურად დაუცველთა ბაზის გადახედვაზე.

დეპუტატის მოსაზრებით, საბედნიეროდ, ბევრმა ადამიანმა, ბევრმა ოჯახმა დაძლია ის ზღვარი, რომელიც იყო გათვალისწინებული სახელმწიფო შემწეობებისთვის, შესაბამისად, დღეს სოციალურად დაუცველთა პროგრამის გადახედვის საჭიროება დგას.

„დღეს დგას იმის საჭიროება, რომ არსებითად გადაიხედოს ეს პროგრამა და სახელმწიფოს ეს დახმარება მხოლოდ იმ ოჯახებს, მხოლოდ იმ ადამიანებისკენ მიემართოს, რომლებიც კრიტიკულად საჭიროებენ ამ დახმარებას. სხვებმა ბოროტად არ უნდა ისარგებლონ და არ უნდა გამოიყენონ სახელმწიფოს ეს სახსრები, ფინანსები, თუ სხვა ტიპის მხარდაჭერა. სწორედ ამას მოემსახურება გადახედვის რეფორმა.

გარდა ამისა, ჩვენ გვესმოდა სპეკულაციები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 2020 წლის შემდგომ მორატორიუმი იყო გამოცხადებული, არ ხდებოდა ამ სიებიდან არავის ამორიცხვა იმიტომ, რომ სხვადასხვა პრობლემიდან გამომდინარე სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში უნდა დასდგომოდა ოჯახებს, პანდემია იყო, ინფლაცია, თუ სხვა პრობლემები, ასეთ დროს სახელმწიფო გვერდში მდგარიყო. დღეს კი აბსოლუტურად სხვა სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა და დღეს უკვე სახელმწიფოს აქვს იმის შესაძლებლობა მხოლოდ იმ ოჯახებზე მიმართოს სახელმწიფო შემწეობები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ სახელმწიფოს გვერდში დგომას“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გადამოწმების მიზანია ბაზაში რჩებოდნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფი მოსახლეობის გადამოწმებისას, სამართალდარღვევის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება.ამასთან, როგორც მინისტრმა განმარტა, ბაზიდან პირთა ამოღება ავტომატურად არ ნიშნავს მათ პასუხისმგებლობის დაყენებას.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია