გიორგი გახარიამ საზოგადოებას წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულებები ან აუხსნას, რატომ ატყუებს, რომ მონაწილეობას იღებს [მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში], ან არ ვიცი, რას ემსახურება ეს მატრაკვეცობა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, როდესაც გიორგი გახარია არ წამოადგეს მტკიცებულებას, რომ ის ნამდვილად ესწრებოდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ამ მხრივ კითხვები ჩნდება.
„სიმართლე გითხრათ, არ მიკვირს, რას ემსახურება ეს დამალობანას თამაში. ადამიანი, თუ აანონსებს, რომ ის აპირებს მონაწილეობის მიღებას მიუნხენის კონფერენციაზე, მაშინ წარმოადგინოს ამისი შესაბამისი მტკიცებულება. როდესაც არ წარმოადგენს ამ მტკიცებულებას, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები, რომ რეალურად ეს იყო ტყუილი ან უბრალოდ, არ ვიცი, გაიარა მიუნხენში და ამას დაარქვა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობა. სხვა შემთხვევაში, ჩვენგან აქ ნაკლებად არის შეფასება, საზოგადოებას წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულებები ან სხვა შემთხვევაში, აუხსნას, რატომ ატყუებს, რომ იღებს მონაწილეობას ან არ ვიცი, რას ემსახურება ეს მატრაკვეცობა, მე ვერ გეტყვით“,- აცხადებს ლევან მახაშვილი.