ვოლოდიმირ ზელენსკი მარკ რუტეს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს ესაუბრა.

ზელენსკის ცნობით, ნატო-ს გენერალურ მდივანს დიპლომატიური მუშაობის ძირითად ასპექტებზე ესაუბრა.

„მიხარია, რომ ბევრი მიმართულებით ჩვენი მოსაზრებები ემთხვევა. ინფორმაცია გავუზიარე სამმხრივ ფორმატში აშშ-სთან და რუსეთთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მზადების, ასევე, მხარეების პოზიციების შესაძლო ცვლილების შესახებ“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ასევე, სატელეფონო საუბრისას ზელენსკიმ და რუტემ უკრაინაში არსებული ენერგეტიკული ვითარება და ნატო-ს PURL ინიციატივის ფარგლებში მუშაობის გაგრძელების საკითხი განიხილეს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს