უნგრეთმა და სლოვაკეთმა ულტიმატუმები კრემლში უნდა გააგზავნონ და არა კიევში,- ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
,,უკრაინა უარყოფს და გმობს ჩვენს ქვეყნებს შორის ენერგომომარაგებაზე უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების ხელმძღვანელობის მხრიდან ულტიმატუმებსა და შანტაჟს.
ასეთი ქმედებები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მასობრივი და გამიზნული დაბომბვებისა და მოსკოვის მცდელობების ფონზე, დატოვოს უკრაინელები ელექტროენერგიის, გათბობისა და გაზის გარეშე ექსტრემალური ყინვების დროს, არის პროვოკაციული, უპასუხისმგებლო და საფრთხის ქვეშ აყენებს მთელი რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ამით უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობები არა მხოლოდ ხელს უწყობენ აგრესორს, არამედ თავიანთ ენერგეტიკულ კომპანიებს ავნებენ, რომლებიც ენერგომომარაგებას კომერციულ საფუძველზე ახორციელებენ,” - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე აღინიშნება, რომ უკრაინა მუდმივ კონტაქტში იმყოფება ევროკომისიის წარმომადგენლებთან უკრაინული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებებთან დაკავშირებით, რომლებიც ყოველდღიური რუსული დაბომბვებითაა მიყენებული.
უკრაინის საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინამ უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობებს ასევე ინფორმაცია მიწოდა ნავთობსადენ ,,დრუჟბას” ინფრასტრუქტურაზე ამ თავდასხმების შედეგებზე.
,,მოვუწოდებთ უნგრეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობებს კონსტრუქტიულ ურთიერთქმედებისკენ და პასუსხიმგებლიან საქაციელისკენ. ულტიმატუმები კრემლში უნდა გაიგზავნოს, კიევში ნამდვილად არა,” - ნათქვამია განცხადებაში.