ანდრეი სიბიგა - გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი - რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

რუსეთი აგრძელებს დიპლომატიისთვის ძირის გამოთხრას ტერორისტული მასობრივი თავდასხმებით, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ღამის განმავლობაში, ათობით ზებგერითი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა, ასევე ასობით „შაჰედის“ ტიპის დრონი, თავს დაესხა უკრაინაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და მშვიდობიან მოსახლეობას. არის მსხვერპლი და დაზიანებულია ენერგეტიკული ობიექტები.

„ეს ტერორი არ შეიძლება ნორმალიზდეს, ის უნდა შეჩერდეს. რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, ისევე, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს“, - აცხადებს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებას საკმარისი ბერკეტები აქვს პუტინის შესაჩერებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი ეკონომიკა ისედაც ცუდ მდგომარეობაშია.

„გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით: შეუზღუდეთ მას ენერგეტიკულ შემოსავლებზე წვდომა, სანქციების თავიდან აცილების სქემები და ტექნოლოგიები - და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ეს ომი“, - წერს სიბიგა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია