ვოლოდიმირ ზელენსკი - მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 300-მდე დრონი და სხვადასხვა ტიპის 50 რაკეტა გამოიყენა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ბალისტიკური იყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, დარტყმების სამიზნე დედაქალაქი კიევი და კიევის ოლქი, ასევე დნიპროს, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, ოდესის, პოლტავას და სუმის ოლქები იყო. ფასტივის რაიონში ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. ზელენსკის განცხადებით, თავდასხმის მთავარი სამიზნე ენერგეტიკის სექტორი იყო. ასევე დაზიანდა ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობები და რკინიგზა.

„მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს. მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1300-ზე მეტი თავდასხმის დრონი, 1400-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და 96 სხვადასხვა ტიპის რაკეტა, მათ შორის ათობით ბალისტიკური რაკეტა, გამოიყენა. სწორედ ამიტომ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო თავდაცვა. გვჭირდება სისტემები, რომლებიც ეფექტურად უპირისპირდებიან ბალისტიკურ საფრთხეებს. მადლობა ჩვენს ყველა პარტნიორს, რომლებიც გვეხმარებიან PURL-ის მეშვეობით საჰაერო თავდაცვის რაკეტების შეძენაში და მათ საკუთარი მარაგებიდან მოწოდებაში. თითოეული ასეთი პაკეტი იცავს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და ინარჩუნებს ნორმალურ ცხოვრებას“, - წერს ზელენსკი.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს