მეუფე იაკობი - ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს - თუ ეს არ გაკეთდა, ყველა თავისას მიიღებს

ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს. თუ ეს არ გაკეთდა, ყველა თავისას მიიღებს, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, ვინმეს თუ ძალაუფლება აქვს, უფლისგან აქვს მიღებული.

„ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს. თუ ეს არ გაკეთდა ყველა თავისას მიიღებს. ეს რომ გროვდება უფალი უყურებს და შესაბამისად მიაგებს ყველაფერს. უფალს ვერ მოატყუებს ვერავინ, ვერც ეკლესიის წევრი და ვერც არა ეკლესიის წევრი. აუცილებელია რაღაც ნაბიჯი გადავდგათ. ჩვენ ხომ სკამებისთვის არ ვიბრძვით, ნებისმიერი სკამის დამთმობი ვარ ჩემი ერი იყოს კარგად, თუ არადა მაგალითებით ვნახოთ, ვინ რას აკეთებს, ზოგი იმისთვის ცხოვრობს სკამი შეინარჩუნოს ბოლომდე. ღმერთთან რომ მივდივართ, არავინ არ წავდგებით არც ეპისკოპოსებად, არც პრეზიდენტებად, არც პრემიერებად, არც იმპერატორებად, არც ხელმწიფეებად“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, უნდა ვიფიქროთ, თუ რა უნდა ღმერთს.

„რამდენი წელია საბჭოთა კავშირიდან ვითომ გამოვედით და გონებით რუსებად დარჩნენ, გონებით მონღოლებად დარჩნენ, იმიტომ, რომ წინა წინას ებრძის ყოველთვის.

რუსობას რას ვეძახი მე, ერს არ ვეხები, მმართველობის ფორმას ვიძახი. წინა ხელისუფლებამ იმის წინა უნდა მოსპოს, მერე ის, მერე ის და ასევე ხდება ყველგან.

ყველას მოვუწოდებთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ ერთად ვიცხოვროთ და დაძაბულობა არ გვქონდეს, თუ იმას ვფიქრობთ, რაღაც ისეთი კანონები მივიღოთ, რომ ვიღაცეები რაღაც მომენტში გავაჩეროთ ხოლმე? ღმერთს რა უნდა, იმაზე ვიფიქროთ“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს