დონალდ ტრამპი - ვაპირებთ გრენლანდიაში დიდი ჰოსპიტალური გემის გაგზავნას, რათა ვიზრუნოთ მრავალ ადამიანზე, რომლებიც ავად არიან და რომლებსაც იქ არ უვლიან - ის გზაშია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ლუიზიანას გუბერნატორ ჯეფ ლენდრისთან ერთად მუშაობს გრენლანდიაში სამედიცინო დანიშნულების გემის გაგზავნაზე.

„ლუიზიანას ფანტასტიკურ გუბერნატორთან, ჯეფ ლენდრისთან თანამშრომლობით, ვაპირებთ გრენლანდიაში დიდი ჰოსპიტალური გემის გაგზავნას, რათა ვიზრუნოთ იმ მრავალ ადამიანზე, რომლებიც ავად არიან და რომლებსაც იქ არ უვლიან. ის გზაშია!!!“ - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპს დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიკსენი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ ქვეყანაში ყველას აქვს თავისუფალი და თანაბარი წვდომა ჯანდაცვაზე და იგივე მიდგომა არსებობს გრენლანდიაშიც.

„მოხარული ვარ, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ყველას აქვს თავისუფალი და თანაბარი წვდომა ჯანდაცვაზე. სადაც დაზღვევა და სიმდიდრე არ განსაზღვრავს, მიიღებთ თუ არა სათანადო მკურნალობას. იგივე მიდგომა გამოიყენება გრენლანდიაში“, - დაწერა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია