ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ვენაში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტს, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოში გაიმართება.

„შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მდივანი.

მხარეებმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის მუნიციპალური არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტს, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოში გაიმართება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს