ჯონ ჰილი - მინდა, ვიყო თავდაცვის მინისტრი, რომელიც ბრიტანულ ჯარებს უკრაინაში განათავსებს, ეს იქნება ნიშანი, რომ ომი საბოლოოდ დასრულებულია - უსაფრთხო ევროპას ძლიერი, სუვერენული უკრაინა სჭირდება

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის ჯონ ჰილის განცხადებით, იმედოვნებს, რომ იქნება პირველი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ბრიტანულ ჯარებს უკრაინაში განათავსებს, რაც კონფლიქტის დასრულების ნიშანი იქნება.

„2026 წელი უნდა იყოს ამ საშინელი ომის დასრულების წელი. არ არსებობს უფრო მძიმე ტვირთი არცერთ თავდაცვის მინისტრისთვის ან ნებისმიერი მთავრობისთვის, ვიდრე ჩვენი შეიარაღებული ძალების ოპერაციებში ჩართვა. მინდა ვიყო თავდაცვის მინისტრი, რომელიც ბრიტანულ ჯარებს უკრაინაში განათავსებს - რადგან ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ეს ომი საბოლოოდ დასრულებულია. ეს იქნება ნიშანი, რომ ჩვენ უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკება დავასრულეთ. უსაფრთხო ევროპას კი ძლიერი, სუვერენული უკრაინა სჭირდება“, - წერს მინისტრი The Telegraph-ში.

ის მადლობას უხდის ბრიტანელ ხალხს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ „კარი გაუღეს“ უკრაინელ ლტოლვილებს რუსეთის აგრესიის დაწყების პირველივე კვირებში.

„ვამაყობ, რომ დიდი ბრიტანეთი გაერთიანებულია უკრაინისთვის. ვამაყობ იმ სამხედრო მხარდაჭერის უმაღლესი დონით, რომელსაც წელს ვუწევთ და ვამაყობ ამ ქვეყანაში ყველა იმ ადამიანით, ვინც კარი გაუღო 167 000 უკრაინელს. უკრაინას რაც შეიძლება უძლიერეს პოზიციაში ვაყენებთ, რათა მიაღწიოს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას მისი პირობებით“, - აცხადებს მინისტრი.

ჰილი ასევე აქებს უკრაინელებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას იმავე უზარმაზარი გამბედაობით, რაც 2022 წლის 24 თებერვალს გამოავლინეს.

„ოთხი წლის შემდეგაც, უკრაინელები აგრძელებენ ბრძოლას იმავე უზარმაზარი გამბედაობით, რაც 2022 წლის 24 თებერვალს გამოავლინეს - როგორც სამხედროები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები. 2026 წელი უნდა იყოს წელი, როდესაც ეს საშინელი ომი დასრულდება. უკრაინელებმა აჩვენეს, რომ რუსული აგრესიის არ ეშინიათ. ერთადერთი, რისიც უკრაინას ეშინია, დასავლეთის დაღლილობაა. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ იცის, უკრაინის მეგობრები არასდროს დაიღლებიან“, - წერს ჰილი.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს