ბათუმში, კლინიკაში დედამ ახალშობილის მკვლელობა სცადა - ექიმის ინფორმაციით, ჩვილს დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა და მის მოკვლას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ახალშობილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ამავე კლინიკაშია მოთავსებული დედაც.

“კლინიკა მედინას თანამშრომელი იყო, ქმარი გარდაცვლილი ჰყოლია, ორი ბიჭი ჰყავს, თანამშრომლებთან არ ამბობდა ფეხმძიმობის შესახებ. დღეს დილით საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოჭრა, ქალი საოპერაციოში შეიყვანეს, ბავშვი გადარჩა და რეანიმაციაშია. ქალი კი პალატაშია გადაყვანილი”, - აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი.

კლინიკა "მედინას" კლინიკური დირექტორი, ექიმი ჯუმბერ უნგიაძე აცხადებს, რომ ქალს ფსიქიატრიული შემოწმება უტარდება.

„საპირფარეშოში შესულა და უმშობიარია....ჰქონია მცდელობა [მკვლელობის], ნუ, მკვდარია ეს ბავშვი, ყელი აქვს გამოღადრული. არ გამოვიდა საპირფარეშოდან და ამ ბავშვსაც, ქალსაც უამრავი სისხლი ჰქონდა დაკარგული, მერე ერთი ამბავი ატყდა. ბავშვი არის ცოცხალი, მაგრამ ფაქტობრივად, ყელი აქვს გამოღადრული. შეიძლება ტრაქეაც იყოს დაზიანებული. ფსიქიატრს დავუძახეთ, დაცვა დავაყენეთ, რომ თავი არ მოიკლას“, - განაცხადა ექიმმა "ტვ. პირველთან".

„ინტერპრესნიუსი“ დამატებითი ინფორმაციის მიღებას შსს-ში ცდილობს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს