სლოვაკეთი და უნგრეთი „დრუჟბას“ მილსადენის მდგომარეობის შესასწავლად საგამოძიებო კომისიას ქმნიან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სლოვაკ კოლეგასთან, რობერტ ფიცოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ორი ქვეყანა შექმნის საგამოძიებო კომისიას, რომელიც მილსადენ „დრუჟბას“ მდგომარეობას შეისწავლის.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი გუნდი აცხადებენ, რომ მილსადენის აღდგენა შეუძლებელია ტექნიკური დაბრკოლებების გამო, რაც საფრთხეს უქმნის როგორც უნგრეთის, ასევე სლოვაკეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

„რამდენადაც სლოვაკეთისა და უნგრეთისთვის არის ცნობილი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. არანაირი ტექნიკური დაბრკოლება არ არსებობს; მილსადენი მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო დაიხურა. ამიტომ, შევთანხმდი რობერტ ფიცოსთან, რომ შევქმნით ერთობლივ საგამოძიებო კომისიას. ამ საგამოძიებო კომისიის ამოცანა იქნება ადგილზე გამგზავრება და სიტუაციის რეალური მდგომარეობის საკუთარი თვალით გადამოწმება“, - განაცხადა ორბანმა.

მან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რომ ამ საგამოძიებო კომისიას უკრაინაში შესვლის ნებართვა მისცეს და უზრუნველყოს მისი მუშაობისთვის საჭირო პირობები.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო