ირაკლი კობახიძე „იმედისა“ და „პოსტვ“-ს დასანქცირებაზე - ბრალდებები აბსურდული იყო - რაც შეეხება იმას, როგორ მოხდა გადაწყვეტილების მიღება: ვინც მართავს ბრიტანულ ბიუროკრატიას, ისინი მართავენ ადგილობრივ აგენტურასაც, ამიტომ, მარტივი კოორდინაციაა

ძალიან მარტივად შეიძლება ითქვას, რომ ვინც მართავს ბრიტანულ ბიუროკრატიას, იგივე ადამიანები მართავენ ადგილობრივ ქართულ აგენტურას. აქედან გამომდინარე, არის მარტივი კოორდინაცია, არის სერიოზული პრობლემები მთლიანობაში ევროპულ ბიუროკრატიაში და ანალოგიური პრობლემებია კონკრეტულად ბრიტანულ ბიუროკრატიაში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ბრიტანეთის ბიუროკრატიის“ მხრიდან აღნიშნული ტელეკომპანიების დასანქცირების გადაწყვეტილებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.

„ყველა ვხედავთ, რომ ბრალდებები იყო აბსოლუტურად აბსურდული და თავისთავად, ის ფაქტი, რომ ბრიტანეთის ელჩი მივიდა ხელცარიელი საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრთან შეხვედრაზე, ამის კიდევ ერთი დასტურია - რეალურად, არავითარი საფუძველი არ ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოიტანა ბრიტანულმა ბიუროკრატიამ.

რაც შეეხება იმას, თუ ინფორმაცია, საიდან, სად წავიდა, როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება: ძალიან მარტივად შეიძლება ითქვას, რომ ვინც მართავს ბრიტანულ ბიუროკრატიას იგივე ადამიანები მართავენ ადგილობრივ ქართულ აგენტურას. აქედან გამომდინარე, არის მარტივი კოორდინაცია, არის სერიოზული პრობლემები მთლიანობაში ევროპულ ბიუროკრატიაში და ანალოგიური პრობლემებია კონკრეტულად ბრიტანულ ბიუროკრატიაში. შესაბამისად, იგივე ძალები მართავენ იქაურ ბიუროკრატიას, ვინც მართავს აქაურ რადიკალურ ოპოზიციას. ამაზე ხშირად საუბრობს, სხვათა შორის, ბრიტანელი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი. ის პირდაპირ აცხადებს ხოლმე, რომ ბრიტანულ ბიუროკრატიას დღეს მართავს ე.წ. დიფ სთეითი, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „გლობალურ ომის პარტიას“ და ამის შედეგები არის სახეზე, საერთო კოორდინაცია - აქაური ადგილობრივი აგენტურა და ბრიტანეთის ბიუროკრატია იმართება ერთი ხელიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, განსაკუთრებული ისტორიული ტრადიციების ფონზე, რომელიც აქვს დიდ ბრიტანეთს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო