უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან სატელეფონო საუბარი გამართა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ზელენსკიმ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში მიიწვია ყველა გადაუჭრელი საკითხის განსახილველად.
მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სლოვაკ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა და განაცხადა, რომ
ორი ქვეყანა მილსადენ „დრუჟბას“მდგომარეობის შესასწავლად საგამოძიებო კომისიას შექმნის.