მარტა კოსი - ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების პროცესის ახალი წესების პროექტს რამდენიმე თვეში წარადგენს - მე ვთვლი, რომ კანდიდატებს შორის 4 ლიდერია: მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა

ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების პროცესის ახალი წესების პროექტს რამდენიმე თვეში წარადგენს, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ახლა შესაძლო სცენარების განხილვის ბოლო ეტაპზე არიან.

„ჯერ კიდევ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ბოლოს და ბოლოს, საქმე ევროპის მომავალს ეხება“, - განაცხადა მარტა კოსმა.

მარტა კოსმა ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზეც ისაუბრა.

„რთულია, ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ ერთსულოვანი გადაწყვეტილება ისეთ საკითხებზე მიიღონ, სადაც კონსენსუსია საჭირო. ამიტომ, ღირს იმის განხილვა, თუ როგორ მივიღებთ გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა კოსმა.

ასევე, მისი თქმით, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ერთად დაიწყეს და ამ პროცესში მათი გაყოფა მოსალოდნელი არ არის, თუმცა ეს რეფორმების ტემპზეა დამოკიდებული.

„პირადად მე ვთვლი, რომ კანდიდატებს შორის ოთხი ლიდერია: მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა. ეს ქვეყნები წევრობისკენ გზაზე ერთად უნდა დარჩნენ, თუმცა, ვნახოთ, როგორც განახორციელებს უკრაინა რეფორმებს. როგორც იცით, ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია“, - განაცხადა ევროკომისარმა.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე