დონალდ ტრამპი - არ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს - უკმაყოფილო ვარ იმით, თუ როგორ აწარმოებენ მოლაპარაკებებს

ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიმიღია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„არ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. უკმაყოფილო ვარ იმით, თუ როგორ აწარმოებენ მოლაპარაკებებს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, „შეიძლება ირანში რეჟიმის ცვლილება მოხდეს, ან არ მოხდეს“.

ტრამპის ცნობით, ირანთან დაკავშირებით დღეს ვაშინგტონში მოლაპარაკებები გაიმართება.

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ომანის საგარეო საქმეთა მინისტრ საიდ ბადრ ალბუსაიდისთან მოლაპარაკებებს გამართავს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო