აშშ-მა ირანი უკანონო დაკავების სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავრცელებს.
„დღეს, ირანს უკანონო დაკავების სპონსორ სახელმწიფოდ ვაცხადებ. როდესაც 47 წლის წინ ირანის რეჟიმმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, აიათოლა ხომეინიმ ძალაუფლებაზე კონტროლი აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების მძევლად აყვანით გაამყარა. ათწლეულების განმავლობაში ირანი უდანაშაულო ამერიკელების, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეების დაკავებას აგრძელებს, რათა ისინი სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენოს. ეს საზარელი პრაქტიკა უნდა დასრულდეს “, - ნათქვამია განცხადებაში.
მისი თქმით, „ირანის რეჟიმმა მძევლების აყვანა უნდა შეწყვიტოს და ირანში უკანონოდ დაკავებული ყველა ამერიკელი უნდა გაათავისუფლოს“.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონო დაკავებისგან დაცვის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი გასული წლის სექტემბერში მოაწერა.