საგამოძიებო სამსახური - დაკავებულია პირი, რომელიც თბილისში, ნაქირავებ ბინაში, სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებსა და ყალბ აქციზურ მარკებს ამზადებდა - ფალსიფიცირებული პროდუქცია გლდანსა და დიდუბე-ჩუღურეთში რეალიზდებოდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გამოყენების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების და სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ამზადებდა სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებსა და ყალბ აქციზურ მარკებს, რომლებითაც აღნიშნულ პროდუქციას ეტიკეტირებას უკეთებდა.

ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელები შემდგომში რეალიზდებოდა თბილისის ტერიტორიაზე, კერძოდ გლდანისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებში არსებულ სავაჭრო ობიექტებსა და კვების დაწესებულებებში.

ჩხრეკის შედეგად ნაქირავები ბინიდან, მის მიმდებარედ გაჩერებული ავტომობილიდან და სავაჭრო ობიექტებიდან ამოღებულია სხვადასხვა ბრენდული დასახელების ალკოჰოლური სასმელები, მათ შორის: Stolichnaya, Nemiroff, Finlandia, Talka, Polus და Хлебная. ფალსიფიცირებულ ალკოჰოლურ სასმელთან ერთად ამოღებულია ჩამოსასხმელად გამზადებული ცარიელი ბოთლები, ალკოჰოლის დამზადებისა და ჩამოსხმისთვის საჭირო მასალები და ყალბი აქციზური მარკები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200¹ მუხლის მე-2 ნაწილით, 197-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 196-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებებს ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების დამზადების ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთად”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე