საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.
- ბატონო ნიკოლოზ, საუბრის დაწყება მინდა შემოგთავაზოთ იმ თემით, თუ როგორ აღინიშნა საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის 105 წლისთავი.
თითქოს ყველაფერი ტრადიციის ჩარჩოებში მოხდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლებში დაღუპულ იუნკეთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ამ თემაზე ხელისუფლების პირველმა პირებმა განცხადებები გააკეთეს. თითქოს ამ განცხადებებში უცნაური არაფერი იყო, თუ არ ჩავთვლით იმას რომ საბჭოთა ჯარებს აუღიათ თბილისი და მოუხდენიათ საქართველოს ოკუპაცია. არადა, სსრკ მხოლოდ 1922 წელს შეიქმნა.
ფაქტია, რომ საქართველოს ოკუპაციის 105 წლის თარიღის აღნიშვნამდე საქართველოს ხელისუფლება და პროპაგანდისტული მედიასაშუალებები, ასევე ე.წ. „მოლაპარაკე თავები“, ჯერ დაუნდობლად აკრიტიკებდნენ ბრიუსელს, დიფ სთეითთან მებრძოლ აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპზე იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ ბოლოს მასზე თქვეს, რომ ისიც „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშაა.
შესაძლოა, ვცდები კიდეც, მაგრამ დარჩა შთაბეჭდილება რომ რუსულ ოკუპაციასთან მებრძოლი ადამიანების საფლავების გვირგვინებით შემკობას აკლდა, როგორც მინიმუმ, გულრწრფელობა.
კარგა ხანია ხელისუფლების წარმომადგენლები და სახელისუფლებო პროპაგანდა ამტკიცებს რომ მარო მაყაშვილის სიცოცხლე ნოე ჟორდანიას მთავრობამ შეიწირა, ხოლო გიორგი ანწუხელიძე სააკაშვილის პიარს შეეწირა და ასე შემდეგ.
შესაძლოა, ამგვარი აღქმები გააჩინა ტვ“იმედისა“ და ტვ“პოსტივისთვის“ ბრიტანეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა, მაგრამ, ეს ცალკე თემაა და ჩვენ მას აუცილებლად შევეხებით.
თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა საქართველოში ოკუპაციის 105 წლის აღნიშვნისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა?
- მეც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამგვარი თარიღების აღნიშვნას როგორც არასასიამოვნო აუცილებლობას, ისე უყურებენ. გასაკვირი არაა - “ოცნების” ხელისუფლების ოკუპანტ სახელმწიფოსთან ცუდად დაფარული ფლირტის პირობებში სახელისუფლებო გუნდს მასთან საქართველოს კანონიერი ინტერესების დაფიქსირებასთან დაკავშირებული აუცილებელი ნაბიჯების მინიმუმიც კი საგრძნობ დისკომფორტს უქმნის.
თქვენ სწორად შენიშნეთ - მათ 25 თებერვლის კონტექსტში საბჭოთა ჯარები ახსენეს, თუმცა საბჭოთა კავშირი მაშინ არ არსებობდა და ეს იყო რუსეთის ფედერაციის ჯარები. არ არის ეს დაუდევრობა ან შემთხვევითი შეცდომა, ეს რუსეთის კრიტიკის შეგნებული თავის არიდებაა და მოსკოვისკენ მიმართული გზავნილი - ვცდილობთ მაქსიმალურად კარგად მოვიქცეთ და არ გაწყენინოთ.
25 თებერვლის კონტექსტში საბჭოთა ჯარები ახსენეს, თუმცა საბჭოთა კავშირი მაშინ არ არსებობდა და ეს იყო რუსეთის ფედერაციის ჯარები. არ არის ეს დაუდევრობა ან შემთხვევითი შეცდომა, ეს რუსეთის კრიტიკის შეგნებული თავის არიდებაა და მოსკოვისკენ მიმართული გზავნილი - ვცდილობთ მაქსიმალურად კარგად მოვიქცეთ და არ გაწყენინოთ
რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლებში სხვა და სხვა ისტორიულ ეპოქებში დაღუპული გმირების შეურაცხყოფა - ეს უკვე დაცემის ახალი, აქამდე არნახული დონეა და ვინც ამ სამარცხვინო პროპაგანდაში არიან ჩართულნი აუცილებლად აგებენ პასუხს.
- შესაძლოა, ამ ღინისძიებების ჩემი გამძაფრებული აღქმა იმას უკავშირდება, თუ როგორ გამოეხმაურა ხელისუფლება 26 თებერვალს დიდი ბრიტანეთის მიერ ქართული მედიასაშუალებების ტვ“იმედისა“ და ტვ.“პოსტივის“ დასანქცირებას.
ამ გადაწყვეტილებაში ცალსახადაა საუბარი იმაზე, რომ ამ მედიასაშუალებებს უკრაინის საკითხში კრემლის პროპაგანდისა და ჰიბრიდული ომის ნარატივების მიზანმიმართულად გავრცელებაში ედებათ ბრალი.
ამ თემაზე ბევრი კი ითქვა, მათ შორის ისიც, რომ საქართველოს ბანკებს, რომლებთანაც ამ კომპანიებს აქვს ურთიერთობა, მალე გაუჭირდებათ ურთიერთობა. თუმცა, ჯერ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა რომ „ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო კომპანიამ უნდა გააგრძელოს ორივე კომპანიასთან თანამშრომლობა.“
შემდეგ ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ნათია თურნავამ, მართალია ირიბად, მაგრამ კანონის შესაბამისად მოუწოდა კომერციულ ბანკებს ამავე კომპანიებთან თანამშრომლობა.
საბანკო სისტემების მუშაობაში ჩახედული ადამიანები კი თვლიან, რომ ამ განცხადებებმა, შესაძლოა, არა მარტო ამ მედიასაშუალებებს ავნონ, არამედ მთელ ბიზნესსექტორსა და საქართველოს საბანკო სისტემას.
ამის საფუძველს იძლევა ის გამოცდილება, რომელიც გვაქვს. იგულისხმება ის, თუ მოიქცა ცენტრალური ბანკი „თავისიანი“ ყოფილი გენპროკურორის დასანქცირების შემთხვევაში.
„იმედისა“ და პოსტტივის“ დასანქცირების თემაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის უწყებაში ბრიტანეთის ელჩი დაიბარა. სავარაუდოდ, რას ნიშნავს მომხდარი და როგორ განვითარდება პროცესები ტვ“იმედისა“ და ტვ. „პოსტივის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით?
- მომხდარი ნიშნავს იმას, რომ დიდი ბრიტანეთი სერიოზულად დაკავდა საქართველოს საკითხით. ეს არ არის პირველი მოვლენა, ამას წინ დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების თემა უძღვოდა. ცხადია, უნდა ვივარაუდოთ, რომ პროცესი ამით არ შემოიფარგლება “ქართულ ოცნებას” ნისლიანი ალბიონიდან მძიმე და გათვლილი დარტყმების მთელი კასკადი მოელის.
ეს ძალიან ცუდი რეალობაა “ოცნებისთვის”. დიდ ბრიტანეთთან კონფრონტაციას თავისი, საკმაოდ მძიმე და განსხვავებული სპეციფიკა აქვს, თუნდაც ევროკავშირთან და აშშ-სთან შედარებითაც კი.
არ გამოვრიცხავ, რომ “ოცნებაში” საფრთხის მასშტაბი გარკვეულწილად გაიაზრეს. ამაზე თუნდაც “ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის შემდგომი კობახიძის პრესკონფერენცია მეტყველებს, სადაც ის თავისი მოქნილობის თუ, უფრო სწორად, მოუქნელობის ფარგლებში შეეცადა შეერბილებინა რიტორიკა ლონდონის მისამართით. თუმცა, არა მგონია “ოცნების” ხელისუფლებამ შეძლოს ამ საფრთხის კუპირება, რადგან იმას, რის გამოც ეს ყველაფერი ხდება, ისინი არ და ვერ ცვლიან.
არ გამოვრიცხავ, რომ “ოცნებაში” საფრთხის მასშტაბი გარკვეულწილად გაიაზრეს. ამაზე თუნდაც “ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის შემდგომი კობახიძის პრესკონფერენცია მეტყველებს, სადაც ის თავისი მოქნილობის თუ, უფრო სწორად, მოუქნელობის ფარგლებში შეეცადა შეერბილებინა რიტორიკა ლონდონის მისამართით. თუმცა, არა მგონია “ოცნების” ხელისუფლებამ შეძლოს ამ საფრთხის კუპირება, რადგან იმას, რის გამოც ეს ყველაფერი ხდება, ისინი არ და ვერ ცვლიან
ის ძლიერი დისონანსი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას კავკასიაში განვითარებულ პროცესებში შეაქვს, მოითხოვს რეაგირებას დასავლეთის მხრიდან და ამ საქმეში დიდმა ბრიტანეთმა ლიდერის როლი იკისრა.
- ევროკავშირსა და საქართველოს შორის რომ რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ არასასურველი ურთიერთობებია ჩამოყალიბებული.
ხელისუფლება ბრიუსელს საქართველოსთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს. არადა, გვახსოვს თუ როგორ თქვა უარი „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ამ 12 რეკომენდაციიდან, სამი თითქოს სანახევროდ შესრულდა, მაგრამ, დიდი ხანი არაა გასული, რაც მთავრობამ ერთ-ერთი შესრულებული რეკომენტაცია, ანტიკორიფციული სამსახური, გააუქმა.
არადა, ამას წინ უძვღოდა ხელისუფლების მხრიდან ბრიუსელის არა მხოლოდ კრიტიკა, არამედ იმაზე ლამის ყოველდღიურ რეჟიმში საუბარი რომ ევროკავშირი მალე დაიშლება, ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აქვთ. არადა, გასულ კვირას, ევროკავშირის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც უკრაინა ევროკავშირისაგან 90 მილიარდი ევროს დახმარებას მიიღებს.
თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ევროკავშირთან მიმართებაში?
- როგორც გვახსოვს, კარგა ხანს ევროკავშირთან “ოცნების” ხელისუფლების ურთიერთობა საკმაოდ პოზიტიურ ხასიათს ატარებდა. ამან გასტანა მანამდე, სანამ ევროკავშირში ინტეგრაციული პროცესების დინამიკამ საქმე ლოგიკურად ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმების სტადიამდე არ მიიყვანა.
ამ მომენტში გაირკვა, რომ საქართველოში გამეფებულ რეჟიმს და მის ინტერესებს არაფერი აქვთ საერთო ევროპულ ღირებულებებთან და რეფორმების შემდგომი განვითარება სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის “ოცნების” რეჟიმს.
გაირკვა, რომ საქართველოში გამეფებულ რეჟიმს და მის ინტერესებს არაფერი აქვთ საერთო ევროპულ ღირებულებებთან და რეფორმების შემდგომი განვითარება სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის “ოცნების” რეჟიმს
ბუნებრივია, წარმოიშვა კონფლიქტი, რომელიც საქართველოში განვითარებულმა ძალადობრივმა და რეპრესიულმა პროცესებმა კიდევ უფრო გაამძაფრა. რაღაც მომენტიდან “ოცნებამ” უკვე დაიწყო ევროკავშირთან კონფლიქტის ხელოვნური პროვოცირება და გაღრმავება რათა თავი დაეღწია დემოკრატიის განვითარების აუცილებლობას.ამ რეალობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და კურიოზული მაგალითი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გახლდათ.
ბუნებრივია, კანდიდატის სტატუსი დემოკრატიული რეფორმირების ახალ, გაცილებით უფრო მაღალ სტანდარტებს უწესებს ქვეყანას და როცა “ოცნება” იძულებული გახდა უკრაინისა და მოლდოვის კვალადკვალ გაეკეთებინა შესაბამისი განაცხადი, გულის სიღრმეში მათ სჯეროდათ, რომ ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს საქართველოს არ მიანიჭებდა. როცა დაინახეს, რომ “საფრთხე” რეალურია, მათ პრევენტიული ნაბიჯიც კი გადადგეს - ზუსტად კენჭის ყრის წინ დააპატიმრეს მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორი.
ამან არ იმუშავა და ევროკავშირმა იმ განზრხვით, რომ შეენარჩუნებინა საქართველო ევროინტეგრაციული კურსის ფარვატერში მაინც, შეიძლება ითქვას, დაუმსახურებლად მიანიჭა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი.
ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ “ოცნების” ხელისუფლების პირობებში უკვე გამორიცხულია ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზაცია და ევროკავშირში ინტეგრაცია
შექმნილ ვითარებაში “ოცნებას” უკვე მოუწია ღია და აღვირახსნილ კონფრონტაციაში გადასვლა ბრიუსელთან, რაც მათ სამწუხაროდ გააკეთეს და დააგვირგვინეს ეს მავნებლობა იმით, რომ ოფიციალურად და ცალმხრივად გაყინეს ინტეგრაციული პროცესები 2030 წლამდე, რათა ამ პროცესებს ხელი არ შეეშალა ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმის განმტკიცებისათვის.
ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის დღევანდელი მდგომარეობა სწორედ ამ მოცემულობით არის განპირობებული. ბუნებრივია, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ “ოცნების” ხელისუფლების პირობებში უკვე გამორიცხულია ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზაცია და ევროკავშირში ინტეგრაცია.
- ამ მოვლენების ფონზე ჯერ იყო პარლამენტში უმრავლესობის ლიდერმა ბატონმა კირცხალიამ განაცხადა - „მოვლენები ისე ვითარდება, დიდი ბრიტანეთიდან მალე აღარც დიდი დარჩება და აღარც ბრიტანეთი“.
პარლამენტის სპიკერმა კი თქვა - „ბრიტანეთისა და ევროკავშირის ცხვირაბზუებულ ელჩებს არავინ ეკითხება საქართველო რუსეთისაგან გაზსა და ნავთობს რა ფასად შემოიტანს“.
ვიცით, რომ საქართველოსთვის ბრიუსელიდან მეორე ფრონტის გახსნა არავის მოუთხოვია, ამის შესახებ ამას წინათ ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა განცხადება გააკეთეს. არადა, აქამდე ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ევროპა და ამერიკა მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ ოფიციალური თბილისისაგან.
სხვათა შორის, როცა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, მაშინაც ვიცოდით, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა თანხვედრაში უნდა ყოფილიყო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან.
თუმცა, მის სრულ დაცვას ეკონომიკურ ნაწილში ჩვენგან არავინ მოითხოვდა, ბრიუსელი გაგებით ეკიდებოდა რუსეთის ეკონომიკასთან საქართველოს დამოკიდებულებას, სხვათა შორის ბრიუსელი ასევე გაგებით ეკიდებოდა ენერგოპოლიტიკაში ჩვენს დამოკიდებულებას რუსეთზე და აზერბაიჯანზე.
ახლა, ვხედავთ იმას, რომ ბრიუსელში აქტიურად განიხილავენ ყულევიდან რუსული ნავთობის ექსპორტის გამო საქართველოს დასანქცირებას. ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება, მაგრამ, თუ უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში ორბანი და მისი პარტია დამარცხდა, რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია, ამგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
ევროკავშირთან ამგვარი გაუგებარი ურთიერთობა რომ ქვეყანას არაფერ კარგს არ უქადის, ვხედავთ, მაგრამ თუ ასე განვითარდა პროცესები ბრიუსელიდან რას უნდა ველოდოთ?
- ბრიუსელის შემდგომი ნაბიჯები პრინციპში უკვე გამოკვეთილია. ეს არის საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერება სანქციური რეჟიმის გაღრმავებით.
პირველ რიგში ეს შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლებს და, თუ ამან შედეგი არ გამოიღო, სანქციური რეჟიმი თანდათან უშუალოდ ქვეყანაზე და მის მოსახლეობაზე გავრცელდება.
- ამას წინათ, „ლელოს“ ერთ ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა - „თუ ხელისუფლებას ევროკავშირი ასე ეზიზღება, ამბობ რომ ევროკავშირი მალე ჩამოიქცევა, ჩადი ბრიუსელში და თქვი უარი საქართველოსთვის მონიჭებულ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე.“
სავარაუდოდ, რატომ არ ამბობს „ქართული ოცნება“ უარს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მინიჭებულ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე?
- იმიტომ, რომ ამ სტატუსის მიუხედავად, მათ გაწყვიტეს ინტეგრაციული პროცესები 2030 წლამდე. შესაბამისად, ეს კანდიდატის სტატუსი მათ დიქტატურის გამყარებაში ამ ეტაპზე ხელს არ უშლის
თუმცა, თუ ჩათვალეს მიზანშწონილად, მათ ამ სტატუსზე უარის თქმაც შეუძლიათ, “ოცნების” დღევანდელი ფორმაციის პოლიტიკურ გუნდში ამგვარი ნაბიჯი არანაირ პოლიტიკურ და მორალურ პრობლემას არ წარმოადგენს.
- აშშ-საქართველოს ურთიერთობები. მას შემდეგ, რაც ტრამპი 2025 წლის 20 იანვარს თეთრ სახლში შევიდა, საკმაოზე მეტი დრო გავიდა.
ეს იმიტომ გავიხსენე, რომ გვახსოვს დაპირებები ამის შემდეგ აშშ-საქართველოს ურთიერთობების მოგვარებაზე. მართალია ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლების მიმართ საკმაოზე მეტად უარყოფითი დამოკიდებულებები არსებობს, მაგრამ, ფაქტია, რომ უკვე ორჯერ გადაიდო „მეგობარი აქტის“ მიღება.
ანუ, ივანიშვილის ხელისუფლება მეტ-ნაკლები წარმატებით აშშ-ში ლობისტურ საქმიანობას ახორციელებს. მართალია, პრეზიდენტ ტრამპს პრეზიდენტ ყაველაშვილისთვის არ დავურეკავს, მაგრამ ახალი წლის მისალოცი ბარათი კი გაუგზავნა.
ამის ფონზე აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ვენსი იყო ჩასული ვიზიტად ერევანსა და ბაქოში, დიდ ეკონომიკურ პროექტებს მოეწერა ხელი. სომხეთში საპარლამენტო არჩევნებამდე ფაშიანინის მხარდასაჭერად ევროპის ლიდერები გეგმავენ ჩასვლას.
ახლა ბევრი იმას ამბობს, ტრამპი საქართველოს ხელისუფლებას იმის გამო არ ელეპარაკება, რომ საქართველოს დაკარგული აქვს საერთაშორისო სამართლის სუბიექტურობა.
თუმცა, ვიცით, რომ ამას წინათ ამერიკაში ჩასული იყო საქართველოს სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე. როგორც ჩანს, აშშ-სა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის კომუნიკაციის ხაზი არსებობს. ახლა ბევრი კი ამბობს რომ მდინარაძის ეს ვიზიტი ირანში გართულებულ ვითარებას უკავშირდებაო. მაგრამ, ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა.
ყველაფერ ამის გათვალისწონებით, სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების პერსპექტივა?
- პრინციპში, აშშ-ს გზავნილი ურთიერთობების ნორმალიზაციასთან და დიალოგის განახლებასთან დაკავშირებით ცნობილია - ამისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს პოლიტპატიმრებისა და სინდისის პატიმრების განთავისუფლება, რეპრესიების შეწყვეტა და ნორმალური არჩევნების ჩატარება. “ქართული ოცნების” გათვლა და გზავნილი არის შემდეგი - ვიცით, რომ რეგიონში ჩვენი სახით პარტნიორი გჭირდებათ, მიგვიღეთ ისეთები, როგორებიც ვართ და ჩვენ მზად ვართ პარტნიორობისათვის. მთელი ინტრიგა იმის გარშმო ტრიალებს თუ რას გადაწყვეტს აშშ-ს ხელმძღვანელობა საბოლოო ჯამში - შეეცდება დაალაგოს თანამშრომლობა “ოცნებასთან”, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას. ეს საკმაოდ რთული დილემაა.
“ქართული ოცნების” გათვლა და გზავნილი არის შემდეგი - ვიცით, რომ რეგიონში ჩვენი სახით პარტნიორი გჭირდებათ, მიგვიღეთ ისეთები, როგორებიც ვართ და ჩვენ მზად ვართ პარტნიორობისათვის. მთელი ინტრიგა იმის გარშმო ტრიალებს თუ რას გადაწყვეტს აშშ-ს ხელმძღვანელობა საბოლოო ჯამში - შეეცდება დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან”, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას. ეს საკმაოდ რთული დილემაა
ერთის მხრივ, აშშ-ს ამჟამინდელი ადმინისტრაცია უფრო მეტად ცივი პრაგმატიზმისკენ არის გადახრილი, ვიდრე დემოკრატიული იდეალების გლობალური დაცვა დანერგვისკენ, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველოს მმართველი რეჟიმი მისი დღევანდელი მდგომარეობით უკვე იმდენად სამარცხვინოდ გამოიყურება საერთაშორისო არენაზე, რომ მასთან მეგობრობა და თანამშრომლობა იოლი ნაბიჯი არ არის. სერიოზულ დაბრკოლებებს ქმნის ასევე ამ რეჟიმის არაპროგნოზირებადობა და ძლიერი დამოკიდებულება რუსეთზე.
ბევრ რამეს გადაწყვეტს ის, თუ გამოჩნდება თუ არა საქართველოში ამ რეჟიმის რეალური და პერსპექტიული პოლიტიკური ალტერნატივა.
სწორედ ამიტომ “ოცნების” რეჟიმი ყველა ღონეს იხმარს, რათა საბოლოოდ დათრგუნოს და გაანადგუროს ქვეყანაში არსებული ოპოზიცია და ახალი ძალების გაჩენის პერსპექტივა.
საქართველოს მმართველი რეჟიმი მისი დღევანდელი მდგომარეობით უკვე იმდენად სამარცხვინოდ გამოიყურება საერთაშორისო არენაზე, რომ მასთან მეგობრობა და თანამშრომლობა იოლი ნაბიჯი არ არის. სერიოზულ დაბრკოლებებს ქმნის ასევე ამ რეჟიმის არაპროგნოზირებადობა და ძლიერი დამოკიდებულება რუსეთზე
- უკრაინა. ზელენსკიმ განაცხადა - „4 წლიანი ომის მიუხედავად, რუსეთს არ შეუძლია უკრაინის ოკუპაცია. მათ ვერ გაიმარჯვეს, ხოლო ჩვენთვის ეს გამარჯვებაა.“
რუსული პროპაგანდა ახლა იმაზეა ორინეტირებული რომ რუსეთის არასრული კონტროლი დონბასის რეგიონებზე რუსეთის გამარჯვებად წარმოაჩინოს. უკრაინაში ომის დასასრულებლად პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს, მაგრამ, ჯერ რასაც ვხედავთ ისაა, რომ მან პუტინი ვერ აიძულა ცეცხლის შეწყვეტაზე.
თუმცა, ზელენსკისაგან ითხოვს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და ასევე რეფერენდუმის ჩატარებას თემაზე - უკრაინელი ხალხი იტყვის თუ არა უარს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების რუსეთისთვის დათმობაზე.
ევროპა უკრაინას ეხმარება, თუნდაც იმიტომ, რომ ახლა უკრაინის არმია ევროპას იცავს. გაცხადდა, რომ მარტის თვის დასაწყისში ჯენებაში აშშ-რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შედგება.
თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე დათახმდა, ეს იმის ნიშანი იქნება რომ რუსეთს ეკონომიკურად მართლაც სერიოზულად უჭირს. სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები უკრაინის ირგვლივ?
- ამის ზუსტ პროგნოზირებას ახლა ვერავინ შეძლებს. ყველა, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პროგნოზებს იძლევა, სინამდვილეში არასერიოზულ სპეკულაციებს ეწევა. ამგვარი სპეკულაციების უსაფუძვლობა არაერთხელ დადასტურდა ამ ოთხი წლის მანძილზე.
გადამწყვეტ როლს ითამაშებს რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობა. თუ დადასტურდა რიგი საკმაოდ სერიოზული სპეციალისტების მოსაზრება, რომ რუსეთის ეკონომიკამ მიმდინარე წელს სტრუქტურული რღვევის ნიშნებს შეიძენს, მაშინ შიძლება წელს ან გაისად კონფლიქტის დასრულება და, თანაც, სასიკეთო დასრულება ვიხილოთ და ეს დასრულება საფუძვლად და ათვლის წერტილად უნდა დაედოს ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის დალაგებას.
თუ რუსეთის ეკონომიკა მიმდინარე წელს სტრუქტურული რღვევის ნიშნებს შეიძენს, მაშინ შიძლება წელს ან გაისად კონფლიქტის დასრულება და, თანაც, სასიკეთო დასრულება ვიხილოთ და ეს დასრულება საფუძვლად და ათვლის წერტილად უნდა დაედოს ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის დალაგებას
მაგრამ, პროცესი, ვიმეორებ, ძალიან რთული და ძნელად პროგნოზირებადია. ამდენად, კონფლიქტის გაჭიანურებასაც, მაგალითად, მისი შედარებით უფრო დაბალი ინტენსიურობი რეჟიმშიც, ვერ გამოვრიცხავთ.
- მას შემდეგ, რაც ირანში ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ხალხის გამოსვლები დაიწყო, აქტუალური გახდა იმაზე მსჯელობა დაიწყებს თუ არა ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს აშშ.
აშშ-მ იმდენი რაოდენობის საბრძოლო ტექნიკა გადაისროლა სპარსეთის ყურეში, ასევე ირანის ირგვლივ, ახლა ყველა ელოდება აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებას. მიუხედავად იმისა, რომ ირანის შიგნით ცენტრიდანული ძალები არიან გააქტიურებული, თუ ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია არ ჩატარდა, აიათოლების ხელისუფლება ძალაუფლებას შეინარჩუნებს.
სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები ირანის ირგვლივ?
- აშშ-ს სამხედრო ძალების კონცენტრაციამ ირანის გარშემო იმხელა მასშტაბს მიღწია, რომ ოპერაცია შეიძლება უახლოვეს მომავალში დაიწყოს. ამავე დროს, სულ ახლახანს, ტრამპმა განაცხადა, რომ მას პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარება ურჩევნია, ოღონდ ამისათვის მან ირანის ხელმძღვანელობისგან ჯადოსნური სიტყვები უნდა გაიგონოს - ირანი არასდროს არ იქნება ბირთვული სახელმწიფო.
ვიცით რა, რომ მასშტაბური სამხედრო მზადება დიპლომატიური მოლაპარაკებების პარალელურად მიმდინარეობს, ეს რაღაც ერთგვარ ბოლო გაფრთხილებას ჰგავს. ასე რომ, დავაკვირდეთ, ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა.
- საუბარი საშინაო პოლიტიკაში არსებული ვითარებით უნდა დავასრულოთ. ამას წინათ, როცა ბოდბის ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა განაცხადა - „ხელისუფლება უნდა მიხვდეს რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი რომ ერი შერიგდეს - თუ ეს არ გაკეთდა, ყველა თავისას მიიღებს“,
იმის გათვალისწინებით რომ მეუფე იაკობი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია, იყო მოლოდინი რომ ხელისუფლება მის მიმართ ოპოზიციაში მყოფი ხალხის მიმართ გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამდა.
ამის შემდეგ, ჩამოიხსნა ვასო აბაშიძის თეატრის შენობაზე მსახიობ ჭიჭინაძის სურათი, ხელისუფლება არც აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებაზე საუბრობს და არც ხელახალი და ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე.
სანქციებზე ხმაურიან განცხადებებს რომ ბევრი არც არაფერი მოჰყვება, უკვე ცხადადაც კი ჩანს. ხელისუფლება, ისევე როგორც განათლების რეფორმის საკითხში, არც ერთი ნაბჯით უკან დახევას არ აპირებს. სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები საშინაო პოლიტიკაში?
ვფიქრობ, თეზისი ერის შერიგების შესახებ მთლად სწორი არ არის. მე ვერ ვხედავ კონფლიქტს ერის შიგნით. არის კონფლიქტი დიქტატორულ, კორუმპირებულ, პრორუსულ ხელისუფლებასა, მასთან დაკავშირებულ კლეპტოკრატიულ ფენასა და ქართველ ერს შორის. ვგონებ, ბოდბელი ეპისკოპოსი მოუწოდებს ხელისუფლებას რეპრესიების შემცირებისკენ და დაძაბულობის განმუხტვისკენ.
ეს შესაძლებელია, მაგრამ დიდი ანგარიშით პრობლემას ვერ გადაჭრის. პრობლემა გაცილებით უფრო ღრმა და მასშტაბურია და დროებითი განმუხტვის შემდეგ აუცილებლად ხელახლა გამწვავდება და შეიძლება უფრო მძიმედ იჩინოს თავი.
მე ვერ ვხედავ კონფლიქტს ერის შიგნით. არის კონფლიქტი დიქტატორულ, კორუმპირებულ, პრორუსულ ხელისუფლებასა, მასთან დაკავშირებულ კლეპტოკრატიულ ფენასა და ქართველ ერს შორის. ვგონებ, ბოდბელი ეპისკოპოსი მოუწოდებს ხელისუფლებას რეპრესიების შემცირებისკენ და დაძაბულობის განმუხტვისკენ
შეიძლება ბევრი და სამართლინადაც ვაკრიტიკოთ წინა ხელისუფლება, მაგრამ მან დაგვანახა ძალიან მნიშვნელოვანი რამ - ქართველ ერს აქვს უნარი იცხოვროს კორუფციისგან დაცლილ გარემოში, უსაფრთხო, მინიმუმადე დაყვანილი კრიმინალის პირობებში და იყოს მსოფლიო ლიდერი რეფორმებში და ინოვაციებში.
ეს არის ჩვენი გზა და მას უნდა დავუბრუნდეთ რაც შეიძლება მალე. ოღონდ უნდა დავუბრუნდეთ ახალ, უფრო მაღალ დონეზე, დავძლიაოთ და აღარ გავიმეოროთ ძველი შეცდომები.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი