კახეთში უამინდობამ პრობლემები გამოიწვია.
ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი- გომბორი- თელავის საავტომობილო გზა დაიკეტა. გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტომობილისთვის გადაადგილება რამდენიმე საათის წინ აიკრძალა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, გზებზე იყრება ტექნიკური მარილი.
გარდა ამისა, თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერდა. ასევე ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი აბონენტთა ნაწილი.