აიათოლა ალი ხამენეი ირანში არ იმყოფება, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი უსაფრთხო ლოკაციაზეა გადაყვანილი.
ამასთან, გამოცემასთან საუბარში ისრაელის თავდაცვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დღეს დილით დაწყებული ოპერაცია აშშ-სთან ერთად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა, ხოლო მისი დაწყების თარიღის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ იქნა მიღებული.
ისრაელის მე-12 არხის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ ისრაელი და აშშ ერთობლივ დარტყმებს ახორციელებენ.
ასევე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის რეზიდენცია იყო.